Logo

სასარგებლო რჩევები

"გოზინაყის მომზადებისას თაფლის ადუღება არ შეიძლება" - ექიმი მარი მალაზონია" -

"გოზინაყის მომზადებისას თაფლის ადუღება არ შეიძლება" - ექიმი მარი მალაზონია" -

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გოზინაყის კეთების რიტუალი ყველა ოჯახში საახალწლო სამზადისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

არსებობს ასობით განსხვავებული რეცეპტი, განსხვავებული ხრიკები და ხერხები, რომლებიც დიასახლისებმა წლების განმავლობაში გამოცადეს, შეისწავლეს და დაიმახსოვრეს.

იცით თუ არა, რომ გოზინაყის მომზადებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თაფლის სწორად გამოყენებაა. გარდა იმისა, რომ თაფლის რაოდენობასა და მომზადების წესზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი გამოვა ჩვენი გოზინაყი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია თაფლის არასწორ გამოყენებას ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ამბობს, რომ გოზინაყის მომზადებისას თაფლის დუღილი დაუშვებელია. დუღილისას გამოყოფილ ნივთიერება ფურფოროლს კი ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

„როდესაც გოზინაყს ვაკეთებთ, თაფლის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. თაფლს დუღილი არ სჭირდება. თაფლის დუღილი ჩვენი წინაპრების კლასიკურ რეცეპტში არ არის. მას ყოველთვის დუღილამდე მიიყვანდნენ და გააგრილებდნენ, შემდეგ ამ პროცედურას 2-3-ჯერ იმეორებდნენ. ეს თაფლის წრთობაა.

თუ ჩვენ თაფლს ხანგრძლივად ვადუღებთ იმისათვის, რომ ფერი შეიცვალოს, განმტკიცდეს, მაქსიმალური კარამელიზაცია მივიღოთ და გოზინაყი ტკაცუნა გახდეს, გარწმუნებთ, რომ ფურფუროლის, მომწამლავი ნივთიერების, დაგროვება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება.

გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ და არანაკლებ ტკაცუნა, ლამაზი ფერისა და გემრიელი იქნება თქვენი გოზინაყი, როდესაც მიიყვანთ დუღილის ტემპერატურამდე, შემდეგ გააგრილებთ, ისევ მიიყვანთ და გააგრილებთ, მაგრამ არ ადუღებთ.

ასეთი გამოწრთობილი თაფლი საუკეთესო გოზინაყის წინაპირობაა,“- ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

12/22/2025

გოზინაყითაფლითაფლის დუღილიმარი მალაზონია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024