Logo

ჯანმრთელობა

"რა აზრი ჰქონდა აცრას, მაინც გავცივდი" - რას პასუხობს მაია ბუწაშვილი

"რა აზრი ჰქონდა აცრას, მაინც გავცივდი" - რას პასუხობს მაია ბუწაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყანაში გრიპის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა და შემთხვევების დიდ ნაწილში, PCR კვლევით A ტიპის გრიპი დასტურდება.

აქვს თუ არა აზრი გრიპის აცრას და რატომ ავადდებიან გრიპით აცრილი ადამიანები?

ამ კითხვებზე პასუხს, მაია ბუწაშვილის ფეისბუქ პოსტში წაიკითხავთ.

მაია ბუწაშვილი

„ამჟამად მკვეთრად მოიმატა გრიპის შემთხვევებმა. სწრაფი ტესტით და PCR კვლევით ხშირად დასტურდება A ტიპის გრიპი.

ბევრისგან ვისმენ მარადიულ ფრაზას: “რა აზრი ჰქონდა აცრას, მაინც გავცივდი”.

ჯერ ერთი, გრიპის ვაქცინას არ აქვს იმის ამბიცია, რომ მისი გაკეთების შემდეგ “არ გავცივდებით”. აქვე დავამატებ, რომ “გაცივება” არ არსებობს და სინამდვილეში ყველა ეს “გაცივება” რომელიღაც ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაა. მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთია გრიპის ვირუსი, რომელზეც კეთდება ვაქცინა. თუმცა ადამიანები სასუნთქი გზების ყველა სიმპტომს “გრიპს” ეძახიან.

გრიპი

გრიპზე აცრილებსაც ემართებათ გრიპი, მაგრამ მათში ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს. შესაბამისად, აცრილებს გრიპი არ (ან ძალიან იშვიათად) ურთულდებათ პნევმონიით და არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.

შეგახსენებთ, რომ აუცრელ ადამიანებში გრიპით სიკვდილის შემთხვევებიც არსებობს. სეზონური გრიპით მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ყოველ წელს გრიპის ვირუსი ახალი ქვეტიპით გვევლინება. ამიტომ აცრა ყოველ წელს ტარდება.

ვაქცინა ყველასთვის უფასოა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვისაც ამ სეზონზე ჯერ არ ჩაუტარებია,“ წერს ექიმი.

ავტორი: ზმნა

12/25/2025