Logo

საზოგადოება

"გთავაზობენ, რომ ტრენდულია ძალიან სქელი ტუჩი. აღარ მინდა!" - მაკა ჩიჩუა

"გთავაზობენ, რომ ტრენდულია ძალიან სქელი ტუჩი. აღარ მინდა!" - მაკა ჩიჩუა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს ყოფილი პირველი, ლედი მაკა ჩიჩუა ბუნებრიობის მომხრეა და ამას ის ყოველთვის აღნიშნავს. ხელოვნური ჩარევისა და რაიმე ტიპის გამაახალგაზრდავებელი პროცედურის კატეგორიული წინააღმდეგია. 54 წლის ასაკში აბსოლუტურად ბუნებრივად გამოიყურება და თვლის, რომ ქალის მთავარი მომხიბვლელობა მის ინდივიდუალიზმშია. ამ თემაზე ისაუბრა მან "კოტ-კასტში".

მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუა: ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია გარეგნობაში ხელოვნური ჩარევა.

არ მესმის, რატომ უნდა ვებრძოდე ბუნებრივ პროცესს, ასაკის გარეგნულ ცვლილებას? მე ვთვლი, რომ ჰიგიენა მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს დაცული, უნდა გქონდეს შენი სტილი, შენი ინდივიდუალიზმი. მესმის მათიც, ვისაც რაღაცის კორექცია უნდა. ეს ინტერესის მომენტია. მაგრამ არის კიდევ - ტენდენცია, გარედან რომ გთავაზობს კორპორაცია, რომ ახლა ძალიან ტრენდულია სქელი ტუჩი, გაბუთქუჩებული. უკვე აღარ მინდა! როგორც კი ამას მასიური სახე მიეცემა და ეს ტენდენცია ხდება, ერთნაირები ხდებიან. მართლა ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, ვეღარ არჩევ, ვინ არის. ამით კლავ ინდივიდუალიზმს. რაც არ უნდა საინტერესო ტიპი იყოს, პირველი ხომ გარეგნული მონაცემია, როგორ გამოიყურები გარეგნულად. შეხედავ და ყველა ერთნაირია. მერე კი ბატონო, თუ ჭკვიანი და საინტერესო ხარ, ვერბალურად ამტკიცებ, რომ არც ისეთი სულელი ხარ, როგორც გონიათ. მე მაინც მგონია ასეთი უხეში ჩარევა, არ ღირს. ცხოვრებაში ისედაც იმდენი წვალებაა, ისეთი რთულია, კიდევ პლასტიკური ჩარევებით, ზედმეტად რატომ უნდა ვიწვალო? რთულია სარეაბილიტაციო პროცესიც. გამოუსწორებელი შემთხვევებიც არის - წარუმატებელი ოპერაცია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

ქალის მომხვიბვლელობა მის ინდივიდუალიზმში და შინაგან მდგომარეობაშია - რამდენად საინტერესო ხარ, რამდენად შეგიძლია, რომ შენი შინაგანი მდგომარეობა ისე გამოუშვა, რომ ირგვლივ ყველა ამის ქვეშ მოაქციო.

ავტორი: ზმნა

02/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024