Logo

"გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის" - შიო მესამე, საქართველოს ახალი პატრიარქი

"გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის" - შიო მესამე, საქართველოს ახალი პატრიარქი

05/11/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. გადაწყვეტილება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) გამოაცხადა. ის ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ამდენად, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 22 ხმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 9 ხმა აიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) 7 ხმა, ერთი ხმა გაუქმდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე: "ძნელია, გამოვხატო ჩემი განწყობა, რაც თან ახლავს არჩევანს, რომელმაც მარგუნა პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს სვეტიცხოველში შედგება.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026