Logo

საზოგადოება

"გცივა, კანი გიშრება, თმა გცვივა... დავკარგე დიდი რაოდენობის წონა" - მანუ თავაძე თავის ნერვულ ანორექსიაზე ჰყვება

"გცივა, კანი გიშრება, თმა გცვივა... დავკარგე დიდი რაოდენობის წონა" - მანუ თავაძე თავის ნერვულ ანორექსიაზე ჰყვება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"მეხუთე ელემენტში" კვებით აშლილობაზე ისაუბრა მსახიობმა მანუ თავაძემ. მისი დიაგნოზი იყო - ნერვული ანორექსია...

ანორექსია არის კვების დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი მუდამ ცდილობს წონაში დაკლებას. ეჩვენება, რომ მოიმატა და სარკეში გაცილებით "მსუქანი" ეჩვენებოდეს თავი, ვიდრე რეალობაშია. ანორექსიით დაავადებულები სხვადასხვა გზით ცდილობენ ნაჭამი საკვების უკან ამოღებას და ასე შემდეგ...

მანუ დედასთან, ნატა მურვანიძესთან ერთად იყო პოდკასტის სტუმარი. დედა-შვილი პანდემიის დროს გადატანილ იმ მძიმე მდგომარეობას იხსენებდა, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ მანუმ გადაიტანა.

მანუ თავაძე

მანუ ნატა მურვანიძის და ნიკა თავაძის უმცროსი ქალიშვილია. მსახიობების წყვილს ჰყავს უფროსი ვაჟიც, რომელიც ასევე ცნობილი რეჟისორი - დათა თავაძე გახლავთ.

ნატა მურვანიძე ნანობს, რომ შვილის პრობლემა გამოეპარა და გაცილებით ადრე არ მოახდინა რეგირება, თუნდაც დედის, მაკა მახარაძის მიერ გამოთქმულ ეჭვზე, რომელსაც შვილიშილის კვების საკითხი არ გამოპარვია.

მანუ თავაძე: ამ ქვეყანაში ჭარბობს აზრი, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას იდეალური გარეგნობა უნდა გვქონდეს, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ.

გარდატეხის ასაკში კვებითი აშლილობა ეპიდემიასავით არის, გადამდებია რაღა კუთხით. სოციალურ ქსელებში საშინელი გვერდებია, რომლებიც კვებითი აშლილობის წახალისებას აკეთებენ. თუ შეგვხვდებათ, დავარეპორტოთ. ეს ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.

მანუ თავაძე

ჩემს შემთხვევაში ბევრმა რამემ იმოქმედა. საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ გამხდარი ვყოფილიყავი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში არ ჩავაბარე, იყო ის, რომ არ სულ დიეტაზე არ ვყოფილიყავი. ბებიაჩემმა, მაკამ მითხრა, მთელი ცხოვრება უნდა გაწამდე, რომ სტანდარტებში ჩაჯდე, მუდმივად დიეტებზე და ვარჯიშში უნდა იყოო.

მანუ თავაძე

არ ჩავაბარე, მაგრამ მერე ისევ შემომიძვრა უარყოფითი აზრები და ფიქრები. პანდემიის დასაწყისი დაემთხვა და კიდე ბევრი რამ. ჩაკეტილობაა, არ ვიცი რაღა ვქნა. სკოლა დავამთავრე და არც ბოლო ზარი გქვონია და საერთოდ არაფერი. საერთოდ ვერ ვხდებოდი რა ფაზაში ვარ, რაღაც დავამთავრე და ახალს ვიწყებ, კონტროლი არაფერზე მქონდა. ერთადერთი, რასაც გავაკონტროლებდი და ამაში შეიძლებოდა წარმატება მეპოვა, იყო ჩემი გარეგნობა და წონა.

დამემართა კოვიდი, გემო და ყნოსვა დავკარგე და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, საჭმლის მიმართ უცნაური და რთული დამოკიდებულება გამიჩნდა.

კვებითი აშლილობა სხვებისთვისთვის რთულად შესამჩნევია. პირველ ეტაპზე ოჯახის წვერები ვერ ამჩნევენ.

მე დავიწყე დაბალ კალორიული საჭმლის შერჩევა. შეიძლება ეს ჩათვალონ, რომ ბავშვი დაადგა ჯანმრთლოების გზას. ბურგერებს არ ჭამ და ძალიან კარგია! თავიდან შეიძლება ეს დავინახოთ. მაგრამ ამგვარი კვების შემდეგ დამეწყო ციკლის დაკარგვა, გცივა, კანი გიშრება, თმა გცვივა... მალე დავკარგე დიდი რაოდენობის წონა. ფსიქოლოგიურად ჯურღმულებში ჩავედი, ძალიან მიჭირდა...

მანუ თავაძე

კვებითი აშლილობის მახასიათებელია დამალო, რომ "რაიმე გაქვს". კითხვის ნიშანს უნდა გაექცე. სულ ვიტყუებოდი და კოვიდის მერე გემოს და ყნოსვის დაკარგვას ვაბრალებდი, აი, ამიტომ არ ვჭამ-მეთქი. ძალიან რთულ მდგომარეობამდე მივედი. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ კლინიკაში დაწოლა დამჭირდა. ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს ძალიან კარგმა ექიმებმა. ეს ბედნიერება აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, კვებითი აშლილებისთვის სპეციალიზებული კლინიკა არ გვაქვს, მით უფრო ახლა, როცა ასეთი ეპიდემიაა და ყოველ მეორეს აქვს ეს პრობლემა. გოგონებში უმეტესად, მაგრამ კონკრეტული სტანდარტები ბიჭებშიც გაჩნდა, როცა აქამდე არ ყოფილა. თან ტაბუირებული თემაა. არავინ საუბრობს ამაზე. მჭირდებოდა, რომ ვინმესთვის მეკითხა ან მიმეწერა და მისი გამოცდილება მომესმინა, როგორ მივიდა გაჯანსაღებამდე.

ჩემი დიაგნოზი - ნერვული ანორექსია იყო, რომელზეც წერია, რომ მთავრდება ფატალურად, თუ არ გაიარა გამოჯანმრთელების პროცესი.

მანუ თავაძე

ნატა მურვანიძე: არის რაღაცები, რაზეც შეიძლება ვნანობდე. რაც გამეპარა. შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო. მაგრამ ვინაიდან, ეს შედეგი დადგა, შეიძლება საჭიროც იყო, რადგან მანუ ისეთ რამეს გაუმკლავდა, რაც შემდგომ მის ცხოვრებას სხვანაირად წარმართავს.

რა თქმა უნდა, ჯობია ეს არ დაგემართოს. საკმაოდ სახიფათო რამ არის. არ იცი, შეძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას. ექიმები სულ ამბობდნენ, ჩვენ არ ვიცით, როდის დადგება ის მომენტი, შეიძლება ახლა დადგეს, როდესაც ის ვეღარ მობრუნდება. არ იცი, უკვე დადგა ეს მომენტი, რომელიც უკან ვეღარ მოგაბრუნებს, თუ... რთულია ამის მოსმენა...

ნატა მურვანიძე

ჯერ იყო ბრეკეტები, ამ დროს წონაში დაიკლო. ამასთან დაკავშირებით კომპლიმენტებიც მიიღო. მერე პანდემია... და მაკამ შეამჩნია, არ მომწონს, რიტუალური ფორმა აქვს ამის კვებასო. მე არ მივიღე, კაი, დედა, დაანებე თავი, როგორც უნდა, ისე ჭამს-მეთქი. და ცოტა დამაგვიანდა. მანუმ ტესტი გააკეთა და მითხრა, მე მგონი, ანორექსია მაქვსო. რა სისულელეა-მეთქი, აქაც ასე ვთქვი. ზამთარი იყო, ბევრი გვეცვა. თან ჩვენ ვიწრო სახიანი ადამიანები ვართ, არ გვეტყობა მომატება-გასუქება. პანდემიის დროს, სახლიდან რომ არ გავდიოდით და პლედით და სულ ჩათბილული ვიყავით, ვიზუალურად ვერ შევამჩნიე... ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო.

მანუ თავაძე

მნიშვნელოვანია ექიმებს წაჰყვე და იყო მძღოლი. ანალიზების ერთი ექიმიდან მეორესთან მიმტანი, ტექნიკური შემსრულებელი და არ იყო ჩარეული მათ კომპეტენციაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი მშობლობა ეს არის, რაც არ იცი, იქ არ ჩაერიო.

გაგვიმართლა, რომ ენდოკრინოლოგებთან - ნინო ზავრაშვითან, ქეთი ჭანტურიშვილთან და ფსიქიატრებთან - გიორგი ბერულავასთან, ნინო პატურაშვილთნ აღმოვჩნდით. ეს ადამიანები ამ ქვეყნის საჩუქარია.

მანუ თავაძემანუ თავაძე

ავტორი: ზმნა

04/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024