Logo

ტაბლოიდი

"გუგლში პირველს გიგდებს - რატომ აგინა პროდიუსერმა ბაია დვალიშვილს?" - მსახიობის განმარტება

"გუგლში პირველს გიგდებს - რატომ აგინა პროდიუსერმა ბაია დვალიშვილს?" - მსახიობის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

რამდენიმე წლის წინ, მაყურებელმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში უჩვეულო კადრები ნახა.
გადაცემა ”სხვა შუადღის" წამყვანს ბაია დვალიშვილს, სტუდიაში კადრს მიღმა მდგომმა პროდიუსერმა, საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა.
კადრის დასრულებისთანავე გაირკვა, რომ ეს სპეციალურად გადაღებული კადრები იყო, რომლითაც სტუდიაში მყოფი ადამიანები, ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ...
ამის შესახებ განმარტება მოგვიანებითაც რამდენჯერმე გაკეთდა, თუმცა საზოგადოების გადარწმუნება ადვილი არ აღმოჩნდა.

როგორც თავად ბაია დვალიშვილი ამბობს, ადამიანები დღემდე მიიჩნევენ, რომ ეს სინამდვილეში მოხდა.


"გუგლში რომ ჩაწერო "ბაია დვალიშვილი", პირველს გიგდებს "რატომ აგინა პროდიუსერმა ბაია დვალიშვილს?"
ეს იყო რეკლამა "რუსთავი 2-ზე". მაშინ ქალებზე ძალადობის თემა იყო აგორებული... ნენე კვინიკაძემ დამირეკა, ადრე მოდი, რეკლამაა გადასაღებიო.
ნენემ თქვა, გავითამაშოთო, ვითომ შენ ტექსტი დაგავიწყდა, რაღაც აგერიაო და პროდიუსერის ხმა შემოდის და გლანძღავსო...

ეს უნდა ყოფილიყო მესიჯი თემაზე - "ძალადობა სამსახურში"...
გავიხედე და ბაჩო ჰყავთ ქაჯაია მოყვანილი. მაშინვე ვკითხე - შენ უნდა მაგინო, მლანძღო-მეთქი?
მოკლედ, ეს რეკლამა გავიდა. მერე გადაცემა გაგრძელდა ძალადობის თემაზე, მაგრამ რეაქციები არ დამთავრდა...

ის ჩაიბეჭდეს, რომ მე მაგინა და მლანძღა პროდიუსერმა პირდაპირ ეთერში. ალბათ, მართლა ძალიან კარგად გავითამაშე...
სხვათა შორის, მერე ამ კლიპმა თუ სარეკლამო რგოლმა, კანის ფესტივალზე ჯილდო აიღო.
ასე დამთავრდა ეს ამბავი. კარგად გათამაშდა, ბაჩო ქაჯაიას ხმა ვერ იცნეს... და რეაქციები დღემდე გრძელდება." - გაიხსენა ბაია დვალიშვილმა ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია".

ავტორი: ზმნა

03/17/2026

ბაია დვალიშვილილანძღვამსახიობიპროდიუსერირეკლამა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024