
09/15/2026
ფსიქოსომატური მიდგომა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას მხოლოდ სხეულში მიმდინარე პროცესებით არ განიხილავს და ყურადღებას აქცევს იმასაც, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივ სტრესს, შფოთვას, ჩახშობილ ემოციებსა და რთულ გამოცდილებებს ჩვენს თვითშეგრძნებაზე.
თანამედროვე მედიცინაც აღიარებს, რომ სტრესსა და ემოციურ მდგომარეობას შეუძლია გავლენა მოახდინოს, მაგალითად, არტერიულ წნევაზე, გულისცემასა და ზოგადად გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, თუმცა დაავადების მიზეზები, როგორც წესი, მრავალფეროვანი და კომპლექსურია.
ჰოლისტურ პრაქტიკებში სხეულის სხვადასხვა სისტემას, კონკრეტულ ემოციებსა და ენერგეტიკულ ცენტრებს ე.წ. ჩაკრებს უკავშირებენ.
ჰოლისტური სწავლების მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა სისტემა სწორედ გულის ჩაკრას უკავშირდება.

ბგერითი თერაპიის პრაქტიკოსი თეო ფერია განმარტავს რა პრაქტიკებს, კვების წესს, სუნთქვით ტექნიკებსა და თვითრეფლექსიის კითხვებს გვთავაზობს ამ შემთხვევაში ჰოლისტური მიდგომა.

"გულ-სისხლძარღვთა სისტემა (გული, წნევა) ეკუთვნის გულის ჩაკრას.
ქვეცნობიერი პროგრამაა რომ "სამყარო სახიფათოა"; "სიყვარული უნდა დაიმსახურო"; "დაცვა მჭირდება"; " უნდა გავუძლო"; " გულს თუ გავხსნი მატკენენ"...
ვიტამინებში - მაგნიუმი (B6-თან ერთად), Coenzyme Q10 და ომეგა-3 უხდება.
აიურვედული მედიცინით ამ დროს მოიხმარენ არჯუნას მცენარეს გულის საუკეთესო ტონიკია.

კრისტალებში ვარდისფერი კვარცი, ზურმუხტი და მწვანე ავენტიურინი.
სიხშირებში 528 Hz (სიყვარულისა და დნმ-ის აღდგენის სიხშირე) და 639 Hz გულის ჩაკრის. ასევე 432 .
ჰოლისტური მეთოდებში კარგია გულმკერდის გახსნის იოგა-ასანები და "მეტტა" (სიყვარულისა და სიკეთის) მედიტაცია. მადლიერების პრაქტიკაც ძალიან უხდება.
კუნელი, მელისა, რეჰანიც არის კარგი.
სუნთქვაში საუკეთესოა coherent breathing ასე მოძებნეთ იუთუბში 5 წამი ჩასუნთქვა 5 წამი ამოსუნთქვა ან 4-6 სუნთქვა.
ვარჯიშში მსუბუქი კარდიოები, სიარული, ცურვა, რადგან გულს არ უყვარს ზედმეტი დაძაბვა.
საკვებში უნდა დაემატოს ავოკადო, ზეთისხილი, თევზი, კაკალი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და არ უნდა მიიღონ შაქარი ტრანსცხიმები, ზედმეტი ყავა, და გადამუშავებული საკვები.

ძალიან უხდება ბგერითი თერაპია თასით და გონგით.
ქვეცნობიერი დღიური გულისთვის.
1.ვის მიმართ მაქვს წყენა, რომელსაც არ ვაღიარებ?
2.როდის გადავწყვიტე, რომ სიყვარულში უსაფრთხოდ არ ვარ?
3.ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას მივიღო სიყვარული?
4.რა მტკენდა ისე, რომ გადავწყვიტე გულის დახურვა?
5.ვგრძნობ თუ არა, რომ ყველაფერი ჩემს მხრებზეა?
6.რა ემოციას ვიკავებ ყველაზე ხშირად სევდას თუ ბრაზს?
7.რამდენად ხშირად ვამბობ „კარგად ვარ“, როცა არ ვარ?
8.ვისგან ველოდები სიყვარულს და ვერ ვიღებ?
9.ვუშვებ თუ არა ადამიანებს ჩემს გულთან ახლოს?
10.რას დავკარგავ, თუ გულს ბოლომდე გავხსნი?
აი, ის კონკრეტული რჩევები, რომელსაც ჰოლისტიკური მიდგომა გულის ჩაკრის გაძლიერებისთვის გვთავაზობს.
გააზიარე სტატია