ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოფო ნიჟარაძე ტელეშოუების სტუმარი იშვიათად არის. გადაცემა "პირველ სტუდიაში" სტუმრობისას, მომღელი სხვადასხვა თემას შეეხო. მან ქალიშვილზე, ელის მარია სააკაშვილზე ისაუბრა, რომლის ყოველი გამოჩენა სოციალურ ქსელში დიდ ინტერეს იწვევს.
მისი განცხადებით, ადამიანები ერთხმად ასკვნიან, რომ ელის მარია, მამის, მიხეილ სააკაშვილის ალი-კვალია.
მომღერალი ხუმრობს, რომ ამის გამო გულდაწყვეტილია.
" გული მწყდება რომ ამბობენ, ვაიმე, როგორ ჰგავს მამასო, თითქოს მე არაფერ შუაში ვარ. არაფრით რომ არ მამსგავსებენ, ნერვები მეშლება და ვამტკიცებ ხოლმე, რომ ასე არაა.
ჩემი მეგობრებიც მამას ამსგავსებენ. სულ ვეუბნები, თქვენ მაინც თქვით, რომ მე მგავს ბავშვი, ხათრით მაინც თქვით-მეთქი...
სხვათა შორის, ბავშვობის ფოტოებს რომ ვუყურებ, ვიზუალურად ამ ბოლო დროს უფრო დამემსგავსა. ახლა მართლა მგავს.
უბრალოდ პირველი ვიზუალით რომ შეხედავ ადამიანს, მთავარი თვალებია და თვალებით იმდენად ჰგავს მამას, რომ მერე მთლიანად მას ამსგავსებენ.
რაც შეეხება ხასიათს, ხასიათით მთლიანად მამამისია. მე საერთოდ არ მგავს.
არის ძალიან სულსწრაფი, ყველაფერი ჩქარა რომ უნდა, ძალიან ენერგიული, ცელქი... მე ბავშვობაშიც სერიოზული, გაწონასწორებული, მშვიდი ბავშვი ვიყავი. უბრალოდ მერე ცხოვრება ისე აეწყო, მომიწია პროფესიის გამო რაღაცების სწავლა, თორემ ბავშვობაში ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი.
ალისკა ჩემგან განსხვავებულია. სიარულით და მანერებითაც ძალიან ჰგავს მიშას,"- თქვა სოფო ნიჟარაძემ გადაცემაში "პირველი სტუდია".
12/14/2025