Logo

"გულწრფელად ვამბობ: ღმერთმა შეუნდოს" - რას წერს კახა გოგიძე გარდაცვლილ ბექა გოცირიძეზე

"გულწრფელად ვამბობ: ღმერთმა შეუნდოს" - რას წერს კახა გოგიძე გარდაცვლილ ბექა გოცირიძეზე

02/09/2026

ტექსტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, 37 წლის ბექა გოცირიძის გარდაცვალების თემას, სოციალურ ქსელში, სამწუხაროდ, ნეგატიური კონტექსტი მოჰყვა.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი და გულშემტკივარი სინდისის პატიმრების, მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმის ფიგურანტი იყო. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილ ფეხბურთელს, ბექა გოცირიძეს სცემეს.

მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბექას გარდაცვალებამ ყველას ეს თემა გაახსენა...

მსახიობი და რეჟისორი კახა გოგიძე კი, თავის ფეისბუქგვერდზე, გოცირიძის ამ რამდენიმედღის წინანდელ ფეისბუქპოსტს აზიარებს.

კახა გოგიძე

კახა გოგიძე: ყოველგვარი სარკაზმის გარეშე და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ: ღმერთმა შეუნდოს...

უმორჩილესად გთხოვთ, გარდაცვლილის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026