Logo

სპორტი

გურამ კაშია - "საოცარი თავგადასავალი გადამხდა"

გურამ კაშია - "საოცარი თავგადასავალი გადამხდა"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გურამ კაშია 17-წლიანი კარიერის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა. იმის აღსაქმელად, რამდენი ხანი ემსახურა კაშია საქართველოს ნაკრებს, მოდი, ვთქვათ, რომ იმ წელს, როდესაც გურამ კაშიამ ეროვნული გუნდის მაისურით პირველად შეაბიჯა მოედანზე:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა გახდა;

ოსკარი ინდოელ ბავშვზე გადაღებულმა ფილმმა „მილიონერი ღარიბთა უბნიდან“ მოიგო;

ალბანეთი და ხორვატია ნატოს წევრები გახდნენ;

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღორის გრიპის პანდემიის შესახებ გამოაცხადა;

გარდაიცვალა მაიკლ ჯეკსონი;

მსოფლიო უახლეს ოპერაციულ სისტემაზე, ვინდოუს 7-ზე გადავიდა.

გურამ კაშიას სანაკრებო კარიერა 2009 წლის 1 აპრილს დაიწყო მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩით. მაშინ ჩვენს ნაკრებს ჯერ კდევ არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა. თუმცა კაშია ნაკრებში პირველად მონტენეგროსთან იმ მატჩამდე 5 თვით ადრე გამოიძახეს. უბრალოდ, სათადაროგოთა შორის იყო და არ უთამაშია. მერე კი წავიდა და წავიდა...

კაშია

გურამ კაშია: „ჩემს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართველმა გულშემატკივარმა. განსაკუთრებული მოტივაცია მომცა. ეს განსაკუთრებით ვიგრძენი, ასაკში როცა შევედი.

შეძახილები: „გურამ კაშია“, ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო. ყოველთვის, როცა ფეხბურთს თამაშობ, მოედანზე დარბიხარ და ამ დროს შენს გვარს სკანდირებს ათასობით ადამიანი, ეს არის ძალიან მაგარი გრძნობა.

ძალიან ხშირად იყო შემთხვევები, როცა სკანდირებდნენ ჩემს სახელს და გვარს და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაყი მომენტები ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. ეს იყო დასტური იმის, რომ რაღაცას მიაღწიე შენს ცხოვრებაში. ყოველთვის ვაკეთებდი საყვარელ საქმეს და ამას ჩემი გულშემატკივარი მიფასებდა. დიდი მადლობა მათ, საოცარი თავგადასავალი გადამხდა.“

რუმინეთთან გამოსათხოვარ მატჩში კი კაშიამ თავისივე რეკორდი მორიგ ჯერზე გააუმჯობესა და 129 სანაკრებო მატჩამდე აიყვანა. ამ რეკორდს კიდევ დიდი ხანი ვერავინ შესწვდება, რაკი მოქმედი ფეხბურთელებიდან მასთან ყველაზე ახლოს მდგომი ოთარ კაკაბაძეა და კაშიას ხუთი ათეული მატჩით ჩამორჩება...

ავტორი: გიორგი დარჯანია

06/03/2026

გურამ კაშიაკაპიტანირეკორდიფეხბურთი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024