Logo

საზოგადოება

"გურის გაშავების კამპანია რას ემსახურება, ვერ ვიგებ" - მლეთაში დაკარგული ბიჭის დეიდას ინტერვიუ

"გურის გაშავების კამპანია რას ემსახურება, ვერ ვიგებ" - მლეთაში დაკარგული ბიჭის დეიდას ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოფო ბიბილაშვილის ბიძაშვილმა, თამარ სარაულმა კახაბერ შარტავასთან ინტერვიუში გურიკაზე ისაუბრა.

12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებულ ბიჭს დეიდა ყოვლად დადებითად ახასიათებს.

თამარ სარაული: გური გორის რაიონის სოფელ შერთულში იზრდებოდა. იყო ძალიან ცელქი და მოძრავი. გადაიტანა ინფექციური დაავადება და ექიმმა სოფოს უთხრა, ან კბილების ერთიანად დაცვლა მოუწევს, ან თმა გაუთეთრდება, ან რაიმეს შიში გამოჰყვებაო. მას გამოჰყვა სიბნელის შიში, პანიკურად ეშინოდა სიბნელის. მეორე ოთახში შუქი თუ არ ენთო, უნდა გაჰყოლოდი, მარტო არ გადიოდა.

ცხრა წლის იყო მშობლები რომ გაიყარნენ. სოფო და რეზო სკანდალით არ დაშორებულან. ამიტომ სტრესული არ ყოფილა ეს ბავშვისთვის. ორივე პატივს სცემს განვლილ წლებს და დღემდე ცივილური ურთიერთობა აქვთ.

გურის მამასთან და მამის სანათესაოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არადსროს უმოქმედია მასზე მშობლების გაყრას.

იყო თბილი ბავშვი. წარსულში არ მინდა ვისაუბრო. ახლა უკვე კაცი იქნება. სიყვარულის გამოხტვა იცოდა, ემოციას არ იკავებდა.

თამარ სარაული

სოფომ ყოველთვის იცოდა, სად იყო გური, საქმის კურსში იყო. სანერვიულოც არაფერი ჰქონია. დედაშვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მეგობრულად იყვნენ ერთმანეთთან. მერე სოფო ემიგრაციაში წავიდა და ცდილობდა, მეგობრული ყოფილიყო, რომ გურის მისთვის არაფერი დაემალა.

სოფო რომ წავიდა, შვილი თავის და-ძმასთან დატოვა.

გური თურქეთში დედასთან რომ ჩავიდა, მამას უთხრა, რომ იქ თვითონაც დაიწყო მუშაობა. არ უნდოდა მამას ენერვიულა, რომ იქ უსაქმურადაა და როდესაც რეზოს ელაპარაკებოდა, წელი როგორ მტკივაო, იხუნჯობდა.

მეშვიდე-მეცხრე კლასში რომ იყო, თბილისში სწავლობდა და მამასთან ცხოვრობდა.

გურიკა სტამბულში მე ჩამყავდა დედამისთან.

ერთ-ერთი ჩასვლის დროს ათი თვე დარჩა დედასთან. სახლში იყო და ეხმარებოდა სოფოს. სადილს ახვედრებდა. დედა, მუშაობას რომ დავიწყებ, მანქანა უნდა გიყიდო, ოღონდ ნასვამი არ დაჯდე, არ დამიმტვრიოო.

დღეს ჩვენი მიზანია ვიპოვოთ გურიკა. გურის გაშავების კამპანია, რას ემსახურება ვერ ვიგებ. ერთი დავალება გვაქვს, ვიპოვოთ.

იმ 12 წლიანი ტკივილის ფონზე რაც სოფომ გადაიტანა ის გმირია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნა.

იმ 14 ადამიანს მივმართავ, ვინც სოფოს გაშავებას ცდილობს, არც ერთს არ გაქვთ ამის მორალური უფლება.

ინტერვიუ სრულად

ავტორი: ზმნა

08/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024