Logo

საზოგადოება

"ეს იყო შავი ხუმრობა და არა დაცინვა" - იუთუბარხ "ოქტოპუსის" განცხადება

"ეს იყო შავი ხუმრობა და არა დაცინვა" - იუთუბარხ "ოქტოპუსის" განცხადება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

იუმორისტული იუთუბარხი "ოქტოპუსი" უსიამოვნებაში გაეხვა. ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს - ეს იყო თემა, რომელზეც იუმორისტებმა გადაცემაში - "გაცოცხლებული", შავი იუმორით სცადეს შეეცვალათ ნაცნობი ზღაპრების შინაარსი. პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრეს, რომ ის თმას ვერ გადაუგდებს, რახან თმა ლეიკემიის გამო არ აქვს. სკეტჩს აჟიოტაჟი მოჰყვა, "იმედისა" და რუსთავი 2"-ის საინფორმაციოს ეთერი დაეთმო - "იუმორი თუ დაცინვა? თან ისეთი ბავშვების, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან?" როგორც ტელევიზიები ამბობენ, იუთუბარხის დისკრიმინაციულმა ხუმრობამ, მხოლოდ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლების მწვავე რეაქცია არ გამოიწვია და პროტესტი მხოლოდ ავტორებს არ ეხებათ. ტელევიზიები სვამენ კითხვას - გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იუთუბ არხის სპონსორები და მოსწონთ თუ არა ხუმრობები, რომელიც ბავშვების ტრაგედიაზე დაიწერა?

ონკოპაციენტების მშობლემა "ოქტოპუსს" დეტალური განმარტება, ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება განცხადებით მოთხოვეს.

"ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის შავ იუმორად გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია. ვგმობთ, მსგავს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ. გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს - გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს, ვთხოვთ გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა, შეურცხყოფად აქციეს" - ნათქვამია განცახდებაში.

ქორიძე

ხუმრობის ავტორი - გიორგი ქორიძე პოსტში აღნიშნავს: "სენსიტიური თემაა და საშინელი დაავადებაა, რომელსაც არც მტერს ვუსურვებ და დიდი იმედი მაქვს, ყველა გამოჯანმრთელდება და კარგად იქნება ყველაფერი! მაგრამ არ შეიძლება ამ ხუმრობიდან ისე გამოყვანა, რომ მე დავცინი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რა სიგიჟეა, რომ აქედან ეს დასკვნა გამოიტანო."

იუთუბარხის გულშემატკივრები არ იზიარებენ იმ აზრს, რომ "ოკტოპუსის ხუმრობა მიზნად ისახავდა დაავადებული ბავშვების დაცინვას ან შეურცხყოფას და გვერდზე წერენ.

"ისეთი საშინელი პერიოდი დამაძლევინა თქვენმა ჩანაწერებმა, ისეთი გაუსაძლისის გაძლება შემაძლებინა, სახლიდან და ირგვლივებიდან კი არა, საკუთარი თავიდან გაქცეულიც კი ჩამითრია, შემიყოლია და უმძიმესი ეტაპები გადამაგორებინა. მგონია, ვალდებულიც კი ვარ, ახლაც ხმა ამოვიღო და კიდევ ერთხელ მეც დავწერო, როგორც რიგითმა თქვენ მიერ გადარჩენილმა, რამდენს ნიშნავთ და რამდენს აკეთებთ, კარგად რომ დარწმუნდეთ რამდენს გვაშუშებთ თქვენდაუნებურად."

" ვიცი, რომ გჯერათ თქვენი საქმის, ამიტომ გააგრძელეთ იმის კეთება, რაც სწორად მიგაჩნიათ და გიყვართ. დროებით შეიძლება ეს უაზრო ხმაური უფრო მკვეთრად ჟღერდეს და უნებლიედ თვლიდეთ, რომ გადაფარა ის, რაც აქამდე გიკეთებიათ, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე, შრომა და გამძლეობა ყოველთვის გაიმარჯვებს. თქვენს გვერდით არიან, ვართ ადამიანები, რომლებსაც თქვენი სჯერათ — არ დანებდეთ."

ოქტოპუსი

"ოქტოპუსმა" ხუმრობის გამო უნებლიედ შექმნილი უსიამოვნებისთვის ბავშვებს ბოდიში მოუხადა. მათ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

"იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ. თემაზე "ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს" ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა გვესმის, რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესაოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.

აქვე განვმარტავთ, რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ოქტოპუსის გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს, მეგობრებო.

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული შავი პიარის ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას."

ავტორი: ზმნა

06/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024