სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორ კვებაზე საუბრისას, ხშირად ვაწყდებით დამკვიდრებულ მითებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეხედულება ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ანუ ანემიას უკავშირდება.
ალბათ ყველას გსმენიათ რჩევა, რომ რკინის ნაკლებობის დროს დიდი რაოდენობით ვაშლი უნდა მივირთვათ, მისი გაყავისფრება კი ვაშლში ამ ელემენტის სიმრავლეზე მიუთითებს.

თუმცა, თანამედროვე მედიცინა და ნუტრიციოლოგია ამ საკითხს სულ სხვა კუთხით უყურებს და გვახსენებს, რომ პროდუქტის ვიზუალური ცვლილება, მისი ბიოლოგიური ღირებულების საზომი ყოველთვის არ გახლავთ.
"იჟანგება" თუ არა ვაშლი და როგორ უნდა შევივსოთ რეალურად რკინის დეფიციტი? - ექიმი ირმა უკლება განმარტავს.

„რკინის დეფიციტი გაქვთ? გინდათ, რომ ვაშლით შეავსოთ და მაქსიმალურად და ბევრ ვაშლს იღებთ? მინდა გითხრათ, რომ ვაშლი იჟანგება, მაგრამ არა იმიტომ, რომ მასში დიდი რაოდენობით რკინაა. არა, იჟანგება იმიტომ, რომ პოლიფენოლები იჟანგებიან და ასეთ ფერს გვაძლევენ.

მაგრამ, თუკი თქვენ გსურთ, რომ აღიდგინოთ რკინის დეფიციტი, ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ხორცი. ყველანაირი ხორცი, რომელიც უხვად შეიცავს რკინას.
და თქვენ მეტყვით – „მაშ, მცენარეები არ შეიცავენ რკინას?“ შეიცავენ, მაგრამ მათში რკინა ფიტინებთან არის ქიმიურ ბმაში და ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ინტენსიურად ვერ შეიწოვს.
შეგვიძლია დავასახელოთ ზოგიერთი პარკოსანი და ჭინჭარი, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია რკინა მივიღოთ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორიც ხორცისგან. გაითვალისწინეთ!“ - გვირჩევს ექიმი.
06/25/2026