Logo

"იქნებ გჭირდებოდა, დაიკელი და ჩვენ გამოგვიგზავნე, გენაცვალოს დედა" - დედის წერილი პატრიარქს

"იქნებ გჭირდებოდა, დაიკელი და ჩვენ გამოგვიგზავნე, გენაცვალოს დედა" - დედის წერილი პატრიარქს

03/20/2026

ტექსტის ზომა

სოციალურ ქსელებში ვრცელდება და საზოგადოების განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს პატრიარქის დედის, ნატალია კობაიძის წერილი, რომელსაც ის შვილს უგზავნის.
„შვილო, ირაკლი!
გიწერ ახლა წერილს და მოგილოცავ შობა-ახალ წელს, ჩემო გულო და სულო.

მრავალ ბედნიერ დღეს დაესწარი, მშვიდობით და გახარებით, ჯანმრთელობით, დიდხანს სიცოცხლით.

ჩვენი დარდი ნუ გექნება, კარგად ვართ. შენ იყავ კარგად და ეს იქნება ჩვენი სიცოცხლე და გახარება.

პატრიარქის დედა

ირაკლი, მივიღეთ შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა, გავიხარეთ. შვილო, ჩვენ იოლად გავდივართ. იქნებ, გჭირდებოდა, დაიკელი და ჩვენ გამოგვიგზავნე, გენაცვალოს დედა.

შევნატრი ღმერთს შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს. ღმერთი იყოს შენი მფარველი, ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე.

ვთხოვ, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისაგან.

გწერს შენი დედა, შენი გზის მაყურებელი,” - ვკითხულობთ წერილში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026