Logo

სპორტი

ილია თოფურია მადრიდიდან მაიამიში გადადის

ილია თოფურია მადრიდიდან მაიამიში გადადის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ილია თოფურიამ სენსაციური განცხადება გააკეთა: ის საცხოვრებლად ამერიკაში გადადის. ამის შესახებ MMA-ს ვარსკვლავმა კანადელ-ამერიკელი სპორტული ჟურნალისტის არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა.

ქართველი მებრძოლი ესპანეთიდან აშშ-ში, კერძოდ მაიამიში გადასახლებას აპირებს. თოფურია დატოვებს სახლს მადრიდის პრესტიჟულ რაიონში და გადასახლდება იქ, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი არიან.
თოფურიამ თქვა, რომ აშშ-ში ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლამდე კარგა ხნით ადრე მიემგზავრება. ბრძოლა 14 ივნისს თეთრ სახლშია დანიშნული. როგორც ვარსკვლავმა შოუში განაცხადა, ის ამას დროში სხვაობასთან შეგუებისთვის აკეთებს, თუმცა როდის აპირებს ამერიკაში გადაბარგებას, არ დაუზუსტებია.
„შემდეგ, ერთიდან სამ წლამდე პერიოდს, მაიამიში ვიცხოვრებ" - უთხრა თოფურიამ ჰელვანის.

წყარო: სარბიელი

ილია თოფურია

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა

გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­მოწ­ვე­ვა: ჯორ­ჯი­ნა უზკატეგუი ბა­დე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის 50%-ს ითხოვდა მა­შინ, რო­დე­საც ჩემ­პი­ო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც: დავა ცოლ-ქმარს შორის დასრულებულია. ჯორჯინას და ილიას ქალიშვილზე თანაბარი უფლებები აქვთ. პატარა ჯორჯინა დროს როგორც დედასთან, ისევე მამასთან ერთადაც ატარებს.

ავტორი: ზმნა

04/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024