დღის ამბავი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
14 ივნისს თეთრ სახლში „UFC Freedom 250“ - განსაკუთრებული ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მთავარი ბრძოლის მონაწილე ილია თოფურია იქნება. ის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
6 მაისს კი, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, UFC-ის მებრძოლები - ილია თოფურია, ალექს პერეირა, სირილ გეინსი და ჯასტინ გეიჯი მიიღო.
ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი ალექსანდრე თოფურია, ილიას ძმა.
"ილია თოფურია, რომელზეც ამბობენ, რომ მასზე ძლიერი არავინაა“, - ასე დაიწყო ამერიკის პრეზიდენტმა თოფურიასთან დიალოგი, რომელიც ინტერნეტით ვირუსულად გავრცელდა.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა UFC-ის დაუმარცხებელი ქართველი სუპერვარსკვლავის უშუალო დილოგს და მის ფრაზას პრეზიდენტისადმი - "არ მეგონა, თუ ასეთი კეთილი იქნებოდით".

ტრამპის შეკითხვაზე - როგორ ფიქრობთ, კარგად იცნობთ თქვენს მეტოქეს, ილიამ უპასუხა:
"კარგად ვიცნობ, ძალიან რთული მეტოქეა."
დონალდ ტრამპი: და როგორია თქვენი გამარჯვების შანსი?
ილია თოფურია: სრულიად დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით. სწორედ ამიტომ ვართ აქ!

05/07/2026