Logo

ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლეს პირველი სამართლებრივი დავა მოუგო

ილია თოფურიამ ყოფილ მეუღლეს პირველი სამართლებრივი დავა მოუგო

01/10/2026

ტექსტის ზომა

UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი­ს, ილია თოფურიასა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ჯორჯინა უზკატეგის და­პი­რის­პი­რე­ბა, მად­რი­დის სა­სა­მარ­თლო­ში, ახალ ფა­ზა­ში შე­ვი­და.

"ელ მა­ტა­დორ­მა" პირ­ვე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მო­ი­პო­ვა.

მას შემდეგ, რაც ჯორჯინამ ოფიციალურად მოითხოვა ნებართვა, ბავშვი ქვეყნიდან გაეყვანა, ილია თოფურია სასამართლო სხდომას დაესწრო.

ჯორჯინა ამტკიცებდა, რომ ქვეყნიდან წასვლა აუცილებელი იყო ონლაინ ბულინგის გამო, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ მიიღო. მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის ჩვენება იმის შესახებ, რომ ავიაბილეთები ნაყიდი იყო თითქმის ორი კვირით ადრე, სანამ თოფურია მედიისთვის განცხადებას გააკეთებდა.

საბოლოოდ მოსამართლემ მხარი დაუჭირა თოფურიას და ჯორჯინას ყველა მოთხოვნა უარყო.

ილია თო­ფუ­რია აცხა­დებს, რომ პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბით კმაყოფილია.

"მე ჩემი სი­მარ­თლის მჯე­რა. ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან - ჩემი უფ­რო­სი ვაჟი ჰუგო და პა­ტა­რა ჯორ­ჯი­ნა," - აღ­ნიშ­ნა მან ესპანურ პრესასთან.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ილია თოფურიასასამართლოჩემპიონიჯორჯინა უზკატეგი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026