Logo

საზოგადოება

"ილოცე მამაშენისთვის, შვილო, რომ ფეხზე დადგეს" - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

"ილოცე მამაშენისთვის, შვილო, რომ ფეხზე დადგეს" - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ძალზედ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დეე, შვილო.
როგორ ვძლებთ არ ვიცი, რა ძალაა ის, რაც მე მაცოცხლებს. თანდათან უარესი მემართება, მაგრამ მამაშენს რა ვუყო, შვილო; მას ახლა ჩემზე მეტად უჭირს, ის ჩემზე ცუდადაა. ლევანის მამააო და ყველას თვალზე ცრემლი ადგება. ილოცე მამაშენისთვის შვილო, ილოცე, რომ ფეხზე დადგეს.
მაგრამ ღიირს კი ჩვენი აქ ყოფნა?
შენთან ერთად გვინდა ორივეს...

ბარბარობას გილოცავ, დეე" - წერს მომღერლის დედა ფეისბუქზე.

ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა... გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტი იყო.

ავტორი: ზმნა

12/17/2025