Logo

"იმ აკვანსაც ბომბავენ, საიდანაც თავად გამოვიდნენ" - რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა

"იმ აკვანსაც ბომბავენ, საიდანაც თავად გამოვიდნენ" - რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა

06/15/2026

ტექსტის ზომა

რუსეთმა ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, მეთერთმეტე საუკუნის ძეგლი - კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა. ეს უძველესი მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

რუსეთმა ამ წმინდა ადგილზე მეორედ მიიტანა იერიში. პირველად ის 1941 წელს დაბომბა.

კიევ-პეჩერაკიევ-პეჩერა

უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიის, Fire Point-ის თანადამფუძნებელი, მთავარი კონსტრუქტორი და ფიზიკოსი, დენის შტილერმანი წერს:

კიევ-პეჩერა

"უღმერთო ნაძირალა უმიზნებს კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარს — უკრაინის უწმინდეს ადგილს, ტაძარს, რომელსაც თითქმის ათასი წლის ისტორია აქვს…

მათი სახელმწიფო, მათი ეკლესია, მათი დამწერლობა — ეს ყველაფერი აქედან, ჩვენი მიწიდან იღებს სათავეს. და ამის საპასუხოდ, საუკუნეების განმავლობაში ისინი წვავდნენ, ძარცვავდნენ, ახლა კი იმ აკვანსაც ბომბავენ, საიდანაც თავად გამოვიდნენ.

კიევ-პეჩერა

ეს უბრალოდ ბარბაროსობა არ არის. ეს საკუთარი წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულებების განადგურების მცდელობაა.

რადგან სანამ კიევი და ლავრა დგას, მსოფლიო ხედავს, ვინ არის აქ ათასწლოვანი ცივილიზაცია და ვინ — გაუგებრობა, რომელმაც სხვისი ისტორია მიითვისა.

ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ისევე, როგორც მრავალჯერ აღგვიდგენია ადრე. და ღმერთი რუსეთში დაბრუნდება. სწორედ ისე, როგორც მათ დაიმსახურეს."

კიევ-პეჩერა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026