Logo

ტაბლოიდი

"იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი!" - ვის მიმართავს ნინი შერმადინი

"იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი!" - ვის მიმართავს ნინი შერმადინი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნინი სოლო კონცერტისთვის ემზადება. კონცერტს 21 ნოემბერს ფილადელფიაში მართავს. მომღერალი ფეისბუქზე წერს, რომ ეს იქნება პირველი კონცერტი, სადაც ის მხოლოდ საკუთარი სიმღერებით წარსდგება. გარდა ამისა, ის ფიზიკური ტრანსფორმაციითაც გააოცებს გულშემატკივრებს. წონაში საგრძნობლად დაიკლო და ამბობს, რომ ეს საბოლოო შედეგი არ არის.

ნინი შერმადინი

"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს. ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ. ხო, ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა. (სწორად რო ვაკეთებდე, ალბათ, უკეთესი შედეგი მექნებოდა) იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი!

კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს. სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.

ხოდა, გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ. დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორემ შეუძლებელი არაფერია.

ავტორი: ზმნა

11/07/2025