Logo

"ფეისბუქი არ მაქვს - იმის გადატანა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აკადრებენ, არ შემიძლია" - ლიზა ბაგრატიონი

"ფეისბუქი არ მაქვს - იმის გადატანა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აკადრებენ, არ შემიძლია" - ლიზა ბაგრატიონი

06/14/2026

ტექსტის ზომა

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ამბობს, რომ სოციალური ქსელებით არ სარგებლობს და ამის მიზეზი ის დაუნდობლობაა,რასაც ამ სივრცეში ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ.
ამ თემაზე მომღერალმა კოტე მათითაიშვილის პოდკასტში "კოტკასტი" ისაუბრა.


ლიზა ბაგრატიონი:

"დღეს მე, მაგალითად, ფეისბუქი არ მაქვს. იმიტომ, რომ ამის გადატანა, რასაც ადამიანები ერთმანეთს აკადრებენ, მე დღემდე არ შემიძლია.
და დღემდე მაქვს ეს განწყობა - "უიმე, არ არსებობს!"
და როდესაც მეორე ადამიანი მეუბნება: „კაი, რა, კიდევ გიკვირს რამე?“ ვხვდები, რომ - დიახ, მიკვირს!
და მე მინდა, რომ ისე მოვკვდე, რომ მიკვირდეს ადამიანები უგვანობა, უსაქციელობა, შეურაცხყოფა, უღირსი საქციელი და დაუმსახურებელი შეურაცხყოფის "ვერგადატანა." რაც შეხება შექებასა და დამსახურებულ აღიარებას, ამის მიღებაც ძალიან მრცხვენია. ვწითლდები და მაქვს რაღაც უხერხულობა.
მამაჩემმა იცოდა ხოლმე, რომ ეტყოდნენ, „რა კარგი შვილები გყავს“, ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს, იშმუშნებოდა და ამბობდა - "ბევრი ვერაფერი..."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026