Logo

საზოგადოება

"ინდოეთში ვინც ვერ აბარებს, საქართველოში ჩამოდის სასწავლებლად" - არუნ ხათრი

"ინდოეთში ვინც ვერ აბარებს, საქართველოში ჩამოდის სასწავლებლად" - არუნ ხათრი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ინდოელი მკურნალი, აიურვედას სპეციალისტი არუნ ხათრი ქართველ მომხმარებელს ხშირად სთავაზობს რჩევებს სწორი კვებისა და სასარგებლო პროდუქტების შესახებ.


აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია არუნის განცხადებამ იმის შესახებ, რომ სამედიცინო განათლების მიღება ინდოეთში უფრო მაღალ დონეზე ხდება, ვიდრე საქართველოში.


„თუ ჩემი შვილი ექიმობას გადაწყვეტს და მე შანსი მექნება, რომ ის სასწავლებლად ინდოეთში გავუშვა, აუცილებლად გავუშვებდი. თუ გსურს კარგი ექიმი გახდე, ინდოეთში უნდა ისწავლო," - განაცხადა არუნ ხათრიმ გადაცემაში "პირველი სტუდია".
წამყვანის კითხვაზე, მაშინ რატომ სწავლობენ ინდოელი სტუდენტები საქართველოში, არუნმა უპასუხა, რომ საქართველოში მხოლოდ ის კატეგორია ჩამოდის, რომელიც ინდოეთში ჩაბარებას ვერ ახერხებს.
"ინდოეთში ვინც ვერ აბარებს, საქართველოში ის ჩამოდის სასწავლებლად. იმიტომ რომ იქ ადგილები შეზღუდულია. კარგი, ნაღები, ხარისხიანი ტვინი ყოველთვის ინდოეთში რჩება. იქ სამედიცინო მიმართულებაზე 70 000 წლიური ადგილია. წლიურად ინდოეთი აძლევს მსოფლიოს 70 000 მაგარ ექიმს. და ვინც ვერ აბარებს, ისინი მიდიან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში."- განაცხადა ინდოელმა აიურვედას სპეციალისტმა.

ავტორი: ზმნა

11/03/2025