ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ოსტეოპოროზი (სიტყვასიტყვით „ფოროვანი ძვალი“) ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე მცირდება, ძვლის სტრუქტურა კი ზიანდება და მყიფე ხდება.
ოსტეოპოროზს ხშირად „ჩუმ ეპიდემიას“ უწოდებენ, რადგან ის წლების განმავლობაში ყოველგვარი სიმპტომის, ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე ვითარდება და ადამიანები მის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებენ, როდესაც პირველი მოტეხილობა დაფიქსირდება.
ძირითადად რა ასაკში ჩნდება ოსტეოპოროზი? მართვადია თუ არა დაავადება და როგორ ავიცილოთ თავიდან მოტეხილობების რისკი? - ამ კითხვებზე ექიმი ვერტებრონევროლოგი დავით ქურთუბაძე პასუხობს.
"პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესია. მაგრამ თანამედროვე პრეპარატებით ეს დაავადება მართვადია.
რატომ უწოდებენ ოსტეოპოროზს ჩუმ ეპიდემიას და რით არის ეს დაავადება საშიში? - მოტეხილობებით.
მოტეხილობის გარეშე იყოს ოსტეოპოროზი, ისე შეიძლება ჰქონდეს, ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს. ოსტეოპოროზი არ იწვევს ტკივილს. ტკივილს იწვევს მოტეხილობა და განსაკუთრებით პრობლემატურია ბარძაყის ყელის და მალების მოტეხილობა.
ამ პროცესის თავიდან აცილება და მოტეხილობის რისკის შემცირება შესაძლებელია. როგორც თვითონ პროცესზე მედიკამენტური ზემოქმედებით, ასევე
ტრავმატიზაციის რისკის შემცირებით. თუმცა მე ტრავმის გარეშე, დახველებით მოტეხილი მალაც მინახავს, ამიტომ მთავარი პრევენცია არის კონტროლი. გარკვეული ასაკის შემდეგ კონტროლი აუცილებელია," - თქვა ექიმმა.
05/26/2026