Logo

ინტერვალური შიმშილობა - რა უნდა ვიცოდეთ?

ინტერვალური შიმშილობა - რა უნდა ვიცოდეთ?

02/03/2026

ტექსტის ზომა

ინტერვალური შიმშილობა (Intermittent Fasting) ბოლო წლებში, წონის კლების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდად ითვლება. სოციალურ ქსელებში ამ მეთოდის მიმართ უამრავ განსხვავებულ მოსაზრებას ვხვდებით, თუმცა საინტერესოა, რას ამბობს მედიცინა?

Johns Hopkins Medicine-ის განმარტებით, ინტერვალური შიმშილობა არ არის დიეტა. ეს კვების რეჟიმია, რომელიც საკვების მიღებისა და შიმშილობის პერიოდების მონაცვლეობას გულისხმობს.

სპეციალისტების მიხედვით, შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ორგანიზმი იყენებს გლუკოზის მარაგებს, რის შემდეგაც ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ ცხიმის გამოყენებაზე გადადის. ამ პროცესს თან ახლავს ინსულინის დონის შემცირება, რაც მეტაბოლიზმისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

ინტერვალური შიმშილი

Johns Hopkins Medicine ასევე მიუთითებს, რომ ხანმოკლე შიმშილობის დროს შესაძლოა გააქტიურდეს აუტოფაგია - ბუნებრივი ბიოლოგიური მექანიზმი, რომლის დროსაც უჯრედები ძველ და დაზიანებულ კომპონენტებს „ასუფთავებენ“.

ეს პროცესი მეცნიერების მიერ განიხილება, როგორც ორგანიზმის თვითგანახლების ერთ-ერთი ფორმა. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ინტერვალური შიმშილობა შესაძლოა დაეხმაროს:

  • ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას
  • მეტაბოლური პროცესების რეგულირებას
  • წონის კონტროლს

ინტერვალური შიმშილი

თუმცა ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შიმშილობის ხანგრძლივი პრაქტიკა ყველასთვის ერთნაირად უსაფრთხო არ არის. ქრონიკული დაავადებების, ჰორმონალური დარღვევების ან ორსულობის შემთხვევაში ინტერვალური შიმშილობის რეჟიმის დაცვამდე, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ინტერვალური შიმშილიკვლევამეთოდირჩევები
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026