საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იცით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს. პროკურატურაში ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განცხადება შეიტანა.
გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა:
"მე ვეცდები, ყოველდღე ვივლი პროკურატურაში, თუნდაც ამ სისტემისთვის ერთი აგურის გამოძრობა დამჭირდეს. ვივლი და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ ჩემი შვილის საქმე გამოსაძიებელია. ექვსი წელია ჯოჯოხეთში ვცხორობ და ყოველდღე ვფიქრობ, რით ვაიძულო, რომ ჩემი შვილის საქმე გამოიძიონ. ერთხელ და სამუდამოდ სამართალმა იზეიმოს."
თამარის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამავე არხის ეთერში ამბობს, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილის ბიძაშვილმა უთხრა, შენი შვილი მოკლესო.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: "ვილა ალგეთთან" ვიყავით მე, გიორგი ღარიბაშვილი, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ელისო კილაძე და ჟურნალისტები. ამ დროს გიორგი ღარიბაშვილი ძალიან ღელავდა. სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა. ამხედა, დამხედა და მითხრა, შენ შვილს თავი არ მოუკლავს, მოკლესო.
ამ გიორგიმ მითხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძაშვილი იყო. თავდაცვის მინისტრი იყო ესა. რომ უნდა დავშორებულიყავით, ხელი მომკიდა და გაიმეორა, იცოდე, ძმაო, შენი შვილი მოკლესო.
შეხვედრა მინდოდა ამ კაცთან. რამდენჯერაც წავედი მისკენ, უცებ მანქანები მოცვივდნენ. ვერ ვუახლოვდებოდი. თითქოს ჩასაფრებული იცავდნენ.
მერე ახლობელს ვუთხარი, შემახვედრე ამ კაცს-მეთქი. ეს კაცი მირეკავს და მეუბნება, ის კაცი გარდაცვლილა, გულმა უმტყუნაო. ეს საქმე საეჭვოა, რატომ არ იძიებენ. ღმერთმა აცხონოს ის კაცი, ნათელში იყოს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისის შემდეგ ოჯახის წევრებს არ უნახავთ. გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებისა და ვერტმფრენების ჩართვას წინ უსწრებდა ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მოთხოვნით, რომ სამართალდამცველებს მეტი ძალისხმევა გამოეჩინათდაკარგულის მოსაძებნად
08/19/2026