Logo

საზოგადოება

"ირაკლი მის სახლში გავიცანი" - ქეთათო მეფეზე

"ირაკლი მის სახლში გავიცანი" - ქეთათო მეფეზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოდაკსტში "ზმუკი" ქეთათო პოპიაშვილმა ირაკლი ჩარკვიანზე ისაუბრა. მან მეფის მუსიკალური როლიც განიხილა...

ქეთათო: ირაკლისთან სახლში მივედით მე და ჩემი მეგობრები და მის სახლში გავიცანი. მოსკოვი-ბერლინის ვოიაჟიდან ახალი ჩამოსული იყო. მისი ალბომი - "სვანსონგს" უკვე გამოსული იყო. სახლიდან ისე არ გავდიოდი, კასეტის ორივე მხარე რომ არ მომესმინა. რაღაც კაი იყო.

ბალეტისადმი ჩემი ინტერესი მუსიკამ ჩაანაცვლა. სხვა სიჩქარეზე რომ გადართო, ასე შესძინა სხვა "დრაივი" მთელ ჩემს შინაგან სამყაროს. ვერ ვხდები, როგორ უნდა იყო თინეიჯერი და ეს რაღაცები "გამაზო".

თავისით რომ ხდება რაღაცები, ეგ "ასწორებს"; დაგეგმილი და ჩამოწერილი კარგია. მაგრამ ცხოვრება იმდენად საინტერესოა, სპონტანურობაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

ვგიჟდებოდი მის ტრეკებზე. მერე ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. ზოგი ლივერპულში დადასთან, ზოგი - გერმანიაში.

ალბომი "შენ აფრენ" სხვადასხვა სტუდიებში ჩაწერილი სიმღერებისგან შეიკრა.

ალბომ "ამოზე" მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე დიდი დრო მასზე დავხარჯეთ. ამ ალბომში ყველაზე განსხვავებულია გიტარის ჟღერადობა...

იცი, როგორ მენატრება ლაივში ჩამოკრული მისი გიტარის აკორდები...

სიამოვნებას მგვრიდა ის მომენტი, რომ თან ძალიან თანამედროვე იყო და... მოდი, პირდაპირ ვიტყვი, პირველად ვნახე ფოლკისა და როკენროლის აკორდებთან გამიქსვა. იმის გარდა, რომ ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, გემოვნებაც ძალიან კარგი ჰქონდა. პირადად მე ფესვები და ფოლკლორი მან შემაყვარა.

სუბიექტური ვარ, როცა მასზე ვსაუბრობ, მაგრამ ირაკლი ეტაპობრივი და დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო. სხვა ბედნიერება იყო მასთან ყოფნა. ისეთ რამეებს ვხედავდი, რაც სიამოვნებას გგვრის. იმ შენს იდენტობას რომ ქართველი ხარ, უფრო "ქულს" ხდიდა.

გელასთან ხშირად იმაზე საუბრობდა, რომ თანამედროვე არტისტი ცხოვრების სტილითაც ისეთია, როგორიც სცენაზე.

მე ხელს ვუწყობდი, რომ მას მუსიკის გარდა სხვა საზრუნავი არ ჰქონოდა. გელა გვეხმარებოდა.

ის, რაც მოგვწონს როცა ვუსმენთ და ასე მარტივი რომ არის, ამას ეს კაცი ძალიან რუდუნებით ამუშავებდა. დილიდან იწყებდა მუშაობას, სულ მუშაობდა. თავის თავს რაფინირებას უკეთებდა.

მე რომ გავიცანი, "ვეფხისტყაოსნის" მუსიკალური ფონთან ადაპტირება უნდოდა, რომ ეს ყველაფერი მარტივად გასაგები ყოფილიყო. კარგი იდეები ჰქონდა. მისი ელექტრო ლექსების კონცეფცია ჩემს ალბომში გამოვიყენე.

27 წლის დავქვრივდი. რომ დავასაფლავეთ, მეორე დღეს მისი წიგნის პრეზენტაცია იყო. ვერ გავიგე უნდა წავსულიყავი თუ არა, ბავშვი 2 წლინახევრის იყო და ისიც არ ვიცოდი, უნდა წამეყვანა თუ არა. არ ვიყავი კარგად. ჩემზე ამ წიგნს ჯადოსნური ზემოქმედება აქვს და ბევრჯერ მაქვს წაკითხული.

არის ირაკლის რაღაც ნამუშევრები, რაც არ გამოგვიცია. ბოლო რამდენიმე ტრეკია რაღაცნაირი, თან დაუმთავრებელი... ან მეტი რომ არც არაფერი სჭირდება, მაგრამ...

ახლა ვმუშაობთ, მეორე ფირფიტა უნდა გამოვიდეს - "აფრენ".

ავტორი: ზმნა

08/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024