კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილის, ანიტა აბგარიანის დედამ, თეონა დოლიძემ, შვილს წარმატებული გამოსვლა სოციალური ქსელიდან ძალიან ემოციური პოსტით მიულოცა.
დედამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ანიტას ნომრის მომზადებაში და და გულისტკივილი გამოთქვა იმ დაბალი ქულების გამო, რომლებიც ანიტამ რამდენიმე ქვეყნის ჟიურისაგან მიიღო.
"ბოლო სტატუსი ევროვიზიაზე...
როცა ვინმეს აფასებ ადამიანი, უნდა იყო სამართლიანი და ობიექტური.
არასამართლიანობა გერთვება მაშინ, როცა რამის გეშინია... და ის 2 ქულები იყო შიში, რომელიც ანიტას სიმღერის გამოსვლის დღიდან გაუჩნდა მოწინავე ქვეყნებს.
რეიტინგის სათავეში ყოფნა, ყველას საუკეთესო შეფასება... ფაქტია დაფრთხა კონკურენტები, ვისაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ანიტას ნომერი. ამას მოწმობს ეგ დაბალი ქულები, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს.
მე ერთს გეტყვი დედი, დიახ! ეშინოდეთ შენი, შენ შეუდარებელი ხარ და ეს აღიარა ყველამ. შენი ვარსკვლავი ისე ანათებს ყველას დაუბრმავა თვალი და დაუბინდა გონება.

როცა კომპოზიტორი, რომელმაც შედევრი გაჩუქა, ხელებს გიკოცნის, როცა პედაგოგი ზეკმაყოფილია შენით და მთელი საქართველო გამარჯვებულად გთვლის, ეს ყველაზე დიდი გამარჯვება და ჯილდოა. შენ უამრავი გულშემატკივრის სიყვარული გაქვს და ეს ყველაზე მთავარია.
მადლობა საქართველოს ჟიურის ღირსეული საქციელისთვის, მათაც შეეძლოთ კონკურენტის დაჩაგვრა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი.
მადლობა საქართველოს და ყველას, ვინც კი ერთი ხმა მიეცით ანიტას. არ ვთვლი რომ ხალხი გვერდით არ დაუდგა, სტანდარტულად საქართველოდან 60 ქულამდე მიდის ხმებით, ცოტანი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ათეულ მილიონიანი ქვეყნები ჩამოვიტოვეთ უკან. ეს დიდი წარმატებაა.
ყველას ძალიან დიდი მადლობა (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ვინც კი თითო აგური დადო ანიტას ასე ღირსეულად გამოსვლაში, თითოეულ მონაწილეს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ანიტას საყვარელ რანინელებს...
ყველაზე დიდი მადლობა დედიკო შენ, რომ დაუვიწყარი ნომერი გვაჩუქე. შენი წარმატების გზა გუშინ დაიწყო და დარწმუნებული ვარ სულ იქნება კაშკაშა.
ანათე როგორც ვარსკვლავი," - წერს პატარა ვარსკვლავის დედა.
12/14/2025