Logo

ის მოგიტანთ წარმატებას - რა არის მარტის თვის სიმბოლო?

ის მოგიტანთ წარმატებას - რა არის მარტის თვის სიმბოლო?

03/06/2026

ტექსტის ზომა

2026 წლის 5 მარტიდან 4 აპრილამდე ლითონის კურდღლის თვეა.

ფენშუისა და აღმოსავლური ასტროლოგიის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას ინფორმაცით, თვის თილისმა კუს ფიგურაა.

კუ

„ჩინურ მეტაფიზიკაში კუ სიბრძნის, აუჩქარებელი, გააზრებული და ზუსტი გადაწყვეტილებების სიმბოლოა, რომლებიც ყოველთვის დადებით შედეგამდე მიგვიყვანს.

კუ დაგეხმარებათ გახდეთ უფრო მომთმენი, ტოლერანტული და ემოციების მაკონტროლებელი, რაც 2026 წლის მარტის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

კუ სიმბოლურად გამოხატავს ლითონის დაცვას და გრძელვადიან სტაბილურობას, რაც ხელს შეუწყობს ცხენისა და კურდღლის ენერგიებს შორის კონფლიქტის დაძლევას.

კუ არის მხარდაჭერა, დაცვა და წახალისება, დღეგრძელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო.

მოათავსეთ ეს ფიგურა თქვენს მაგიდაზე ან თქვენ უკან თაროზე, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ და მხარდაჭერა მიიღოთ,“- გვირჩევს ეკა კვარაცხელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ეკა კვარაცხელიათვის სიმბოლოკუფენ შუი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026