Logo

"ის ნამდვილი ქალია თავისი ფერთა გამით, სისუსტითა და სიძლიერით" - ნინო სურგულაძე თავის გმირზე

"ის ნამდვილი ქალია თავისი ფერთა გამით, სისუსტითა და სიძლიერით" - ნინო სურგულაძე თავის გმირზე

01/28/2026

ტექსტის ზომა

ნინო სურგულაძე იტალიაშია და ბელინის საოპრეო თეატრში, "აიდაში" ამნერისის პარტიას ასრულებს. ფარაონის ქალიშვილის როლში მყოფი ქართველი სოპრანო, ემოციებს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს.

ნინო სურგულაძე: ნაწყვეტი დღევანდელი სპექტაკლიდან.

დიდი ემოციით მიდის სპექტაკლები სიცილიაში, ბელინის საოპერო თეატრში. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა, მათ შორის ოქსანა დიკა და ხორხე ლეონი.

თბილი და მცოდნე მაყურებელი.

ნინო სურგულაძე

მადლობა სიცილიას ამ ემოციისთვის და ამ არაჩვეულებრივი თეატრის მთელს შემოქმედებით ჯგუფს.

"აიდა" კიდევ მელოდება რამოდენიმე დღეში. თქვენი ნინო.

ნინო სურგულაძე

მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ვერდის "აიდაში" პრინცესა ამნერისი უყვარს.

"მიზიდავს, როგორც ვოკალური სიღრმითა და სირთულით, ისე შინაარსით. ის ნამდვილი ქალია თავისი ფერთა გამით, სისუსტითა და სიძლიერით. ძალაუფლების სიყვარულისა და მდგომარეობის მუხედავად, ისიც ისეთივე მოკვდავი და უმწეოა ბედისწერის წინაშე, როგორც თითოეული ჩვენგანი..."

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026