ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინფლუენსერმა თამაზამ გია სურამელაშვილი, დილის 4 საათზე, ტატუს ოსტატთან მიიყვანა. მომღერალმა მხარზე იაგუარის თავი ამოისვირინგა. როგორც თამაზას ვიდეოში ჩანს, პროცესმა მხიარულად ჩაიარა...
"პრიმამ ახალი ტატუ დაიხატა" - ასე ასათაურებს ის ამ ვიდეოს...
თამაზა: მეგობრებო, ჩვენს უსაყვარლეს გიას ძალიან უნდოდა ტატუს დახატვა. მოვიფიქრე: მას ჰქონდა კონცერტი, ბევრი ვიქეიფეთ, დავლიეთ და გადავწყვიტე, ნასვამი გია ტატუს დასახატად წამეყვანა. ის, ფხიზელზე, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.


გია: სისხლიც არ მომდის.
თამაზა: ნამდვილ ვარსკვლავებს სისხლი არ მოსდით.
გია: ძალიან ვუყვარვარ, ცდილობს, რომ არ მატკინოს, მაგრამ მტკენს... ამ ოქროსხელება ბიჭმა ძალიან ლამაზი რაღაც გააკეთა... მე ეს მინდოდა, რა ვქნა, პანტერა...

02/09/2026