Logo

"ის, რომ გოგო ვიღაცას ხვდება და ხვალ შეიძლება დაფეხმძიმდეს, მშობლებმა არ იციან" - შალვა ამონაშვილი

"ის, რომ გოგო ვიღაცას ხვდება და  ხვალ შეიძლება დაფეხმძიმდეს, მშობლებმა არ იციან" - შალვა ამონაშვილი

02/28/2026

ტექსტის ზომა

ქართველმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სალომე კასრაძის პოდკასტში მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ამონაშვილი ამბობს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის კავშირი მცირდება, რაც თაობის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

„არ იცნობენ მამები და დედები შვილებს...

მარტო თუ ლექსებს იტყვიან, თუ სკოლაში 10-იანებს მიიღებენ, სცენაზე გამოვლენ, სპორტში გაიმარჯვებენ - ასე იცნობენ...

და ის, რომ ბავშვი უკვე გაიზარდა, გოგო ვიღაცას ხვდება და კოცნაობაშია და ხვალ შეიძლება დაფეხმძიმდეს, ეს არ იციან...

არც ასწავლიან შვილებს, როგორი უნდა იყოს ქართველი ქალიშვილის სინდის ნამუსი.

ვინა ასწავლის ამას, სკოლა?- სკოლა ქიმიას ასწავლის.

დედა? -დედა საშინაო დავალებებზე არტყმევინებს თავს.

ცხოვრება არაა ბავშვში… კი გაიმარჯვა კონკურსებში, მაგრამ კაცად არ ვარგა,“ - ამბობს პედაგოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აღზრდაბავშვებიმშობლებიშალვა ამონაშვილი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026