Logo

"ის საკუთარი თავის ერთგული იყო და სწორედ ეს ვისწავლე მისგან" - რობერტ დე ნირო მამაზე

"ის საკუთარი თავის ერთგული იყო და სწორედ ეს ვისწავლე მისგან" - რობერტ დე ნირო მამაზე

02/25/2026

ტექსტის ზომა

რობერტ დე ნიროს მშობლები ერთმანეთს ზაფხულის ხელოვნების სკოლაში შეხვდნენ. ორივე ხატავდა. დაქორწინებაც მალე გადაწყვიტეს. წყვილმა 1942 წელს იქორწინა. დროს მეგობრების გარემოცვასა და ხატვაში ატარებდნენ. ისინი მეგობროდნენ მწერლებთანაც, მათ შორის, ჰენრი მილერთან, დრამატურგ ტენეს უილიამსთან. 1943 წლის 17 აგვისტოს რობერტ დენიროც დაიბადა.

მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც ის 2 წლის იყო. ეს მამის სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდებოდა, მამა რობერტმა მოგვიანებით აღიარა, რომ გეი იყო.

რობერტ დე ნირო

პატარა რობერტი კი, რა თქმა უნდა, დედასთან, დარჩა, ისინი გრინვიჩ ვილიჯში ცხოვრობდნენ. ბავშვი წიგნების, თეატრების, მუზეუმებისა და ხელოვნებაზე საუბრების გარემოში იზრდებოდა. ფული ხშირად არ ჰქონდათ, ვირჯინია ადმირალი რამდენიმე სამსახურში მუშაობდა და მოითხოვდა, რომ მის ვაჟს, კულტურასთან შეხება არ დაეკარგა.

რობერტ დე ნირორობერტ დე ნირო

მიუხედავად მშობლების განშორებისა, მამამისი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფიგურად რჩებოდა.

დე ნირო ჯუნიორი, დროს მამის სახელოსნოში ატარებდა, აკვირდებოდა მას ხატვისას და შემოქმედებითი ცხოვრების შესანარჩუნებლად, აუცილებელ დისციპლინებს ითვისებდა.

რობერტ დე ნირო

,,ის საკუთარი თავის ერთგული იყო და სწორედ ეს ვისწავლე მისგან“, - თქვა მსახიობმა მოგვიანებით.

მან მამის ნამუშევრები და სახელოსნო, ერთგვარ კერძო მუზეუმად აქცია. „საქმე მისი ხსოვნის შენარჩუნებასა და მის მიერ გაღებული მსხვერპლის პატივისცემას ეხება“, - განმარტა მან.

დე ნიროს პიროვნება ორმა რადიკალურად განსხვავებულმა კულტურამ ჩამოაყალიბა, ხელოვნებამ და ნიუ-იორკის ქუჩების მკაცრმა რეალობამ.

რობერტ დე ნირორობერტ დე ნირორობერტ დე ნირო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026