Logo

"ის სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით. დემნა, მიყვარხარ" - დემნა გვასალია ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანს, ოჯახთან ერთად ეწვია

"ის სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით. დემნა, მიყვარხარ" - დემნა გვასალია ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანს, ოჯახთან ერთად ეწვია

05/14/2026

ტექსტის ზომა

დემნა გვასალია ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველის, ცირა შენგელიას რესტორანს მამასთან და პარტნიორ - Loïk Gomez-თან ერთად სტუმრობდა.

"სამყაროს თავისი გასაოცარი გზები აქვს.
მე შევხვდი ადამიანს, რომელიც მსოფლიოსთვის ნაცნობია, მაგრამ ის თავისი სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით. ასეთი საოცარია სამყარო.

დემნა, მიყვარხარ.

მადლობა იმ ემოციისთვის, რაც დღეს ვიგრძენი" - წერს ცირა შენგელია ფეისბუქზე.

ვიდეო

დემნა გვასალიადემნა გვასალიადემნა გვასალია

"საუკეთესო ოთხშაბათი. West Village-ში დემნა გვასალიას და მის ოჯახს ვუმასპინძლეთ.
სტუმართმოყვარეობა ჩვენი გულია, იმ ადამიანთან ჩვენი სუფრის გაზიარება კი, ვისაც ქართული სული მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გადააქვს, დაუვიწყარი მომენტია.
გაუმარჯოს ოჯახს, ტრადიციას და შთაგონებას" - წერია რესტორნის გვერდზე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026