Logo

"ისეთ ტაძრებს მიხედეთ, სადაც დღეები ისე გადის, სანთლის ასანთებად არავინ შედის" - მამა ლევანის მიმართვა

"ისეთ ტაძრებს მიხედეთ, სადაც დღეები ისე გადის, სანთლის ასანთებად არავინ შედის" - მამა ლევანის მიმართვა

01/22/2026

ტექსტის ზომა

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი აქვეყნებს პოსტს, სადაც ის მთის მთავარანგელოზების სახელობის ტაძარში წირვის ჩატარების სურვილს გამოთქვამს, თუმცა შესაბამისი ტრანსპორტის არ არსებობის გამო, ამას ვერ ახერხებს. ის საზოგადოებას მიმართავს.

"მენატრება აქ ლოცვაც და ისე ყოფნაც. თუ შეგროვდება თანხა მაღალი გამავლობის მანქანისთვის, ავალ და მთის მთავარანგელოზების ტაძარში, პირველ ლოცვას შემომწირველებისთვის ჩავატარებ.

ტაძარი

გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ ნახონ ისეთებმა, ვისაც მართლა შეუძლია დახმარება.

ზოგიერთებისთვის კიდე ყველაფერი მოდაა და იმ ტაძრებს ეხმარებიან, სადაც შემოსავალი ისედაც დიდია. ისეთ ტაძრებს მიხედეთ, სადაც დღეები გადის სანთლის ასანთებად არავინ შედის; ჯვრისწერაზე, ნათლობაზე, მომლოცველებზე და ტურისტებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იმიტომ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. მოვა მერე ვიღაც და - იქ ესეთი შენობები აქვთ, ესეთი ეზო, ისა, ესა. ეხმარებიან და იმიტოა" - წერს მღვდელი.

ანგარიშის ნომერი

24001011026

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026