საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეათე კლასის მოსწავლის, ნათია ბაშალეიშვილის გარდაცვალებამ, საბჭოთა რეჟიმი აიძულა ეღიარებინა, რომ 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად - მხუთავი, მომწამვლელი აირი გამოიყენა. მისი სხეული მთლიანად დასიებული იყო. საერთოდ არ ჰგავდა თავის თავს. ეს კარგად ჩანს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში.
ექიმების 9 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ქიმიური იარაღით მოწამლული, 16 წლის ნათიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 23 აპრილს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
36 წლის შემდეგ მეგობარს და მეზობელს, ტვ პირველთან, ნინო ბაგრატიონი იხსენებს.
"იყო საშინლად მოწამლული, 9 დღე ებრძოდა სიკვდილს. ორლესული ნიჩბისგან საოცარი ნახეთქები ჰქონდა. და ისეთი მოწამლული იყო, თმა გაწითლებული ჰქონდა. სქელი და ლამაზი თმა ჰქონდა და შხამისგან სულ გაწითლებული ჰქონდა. რომ ვეფერებოდი და თავზე ხელს ვუსვამდი, ორივე ხელი დამეწვა... წარმოგიდგენიათ, რა სიძლიერის საწამლავი იყო გამოყენებული? მიცვალებულიდან ჩემზე გადმოვიდა.
ბოლოს 8 აპრილს ვნახე. აქციიდან ერთად დავბრუნდით. ბოლო ღამე იყო რომ ვნახე" - იხსენებს ნინო ბაგრატიონი.
04/09/2026