Logo

"ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი" - ნიკოლოზ ხარატი პატრიარქის გარდაცვალებაზე

"ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი" - ნიკოლოზ ხარატი პატრიარქის გარდაცვალებაზე

03/18/2026

ტექსტის ზომა

პატრიარქთან ურთიერთობას იხსენებს ახალგაზრდა მომღერალი ნიკოლოზ ხარატი.

ნიკოლოზი სოციალურ ქსელში პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი ბავშვური სილაღე პატრიარქის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა.

„როგორი ბედნიერი ვიყავი ამ დღეს… სულ მინდოდა, რომ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს შევხვედრილიყავი და, როცა შევხვდი, მისი თბილი ხელი თავზე დამადო და მისი სიკეთით სავსე ხმით დამლოცა ეს არასდროს დამავიწყდება.

იმ დღიდან, როგორ გითხრათ, ცხოვრება ახლიდან დავიწყე ყველა შეცდომას ვუკვირდებოდი და ვცდილობდი გამომესწორებინა. ვერასდროს წარმომედგინა, ეს დღე თუ დადგებოდა…

მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ამ უდიდეს ქვეყნის ტკივილს. არ ვიცი, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს…

დღეს რომ გავიღვიძე, თითქოს ჩემს ცხოვრებას რაღაც უდიდესი ნაწილი მოაკლდა. ალბათ ისეთივე ხალისიანი და ლაღი ვეღარ ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი…

უმძიმესი და უდიდესი ტკივილით სავსე დღე გაგვითენდა მართლმადიდებელ ქართველებს. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუებით… ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეპოქა 17.03.2026 წელს დასრულდა.

უწმინდესო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ,“- წერს ნიკოლოზ ხარატი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მოგონებანიკოლოზ ხარატიპატრიარქი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026