ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობმა მარიამ ცქიფურიშვილმა, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთი სკანდალური განცხადებით მიიქცია.
მას შემდეგ, რაც მსახიობს რუსთაველის თეატრის დატოვება მოუწია და მის დასაქმებაზე სხვა თეატრებმა უარი განაცხადეს, მარიამმა რამდენჯერმე მიმართა ქართული თეატრების ხელმძღვანელებს და ისინი უყურადღებობასა და უსამართლობაში დაადანაშაულა.
ამჯერად მარიამ ცქიფურიშვილმა საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეახსენა საზოგადოებას, რომ უკვე 7 წელია უმუშვარია და თავის დამკვიდრებას ამაოდ ცდილობს.
"დღეს 7 წელი გადის რაც სამსახური არ მაქვს და 3 წელი რაც დეპრესია მაქვს რადგან ამაოდ ვეცადე ბევრ ადგილას თავის დამკვიდრებას. საშინელებაა როდესაც ფინანსურად ან რაიმე სხვა ფორმით ვინმე სხვაზე ხარ დამოკიდებული. ეს გართმევს სრულ დამოუკიდებლობას და რწმენას შენი თავის მიმართ. არაფერი ვიცი და არაფერი მეხერხება ჩემი პროფესიის გარდა და ურთულესია 37 წლის ასაკში ახალი საქმის პოვნა.
ჩემს პროფესიას რაც შეეხება ვისწავლე, დავამთავრე უნივერსიტეტი, ვიწვალე, შევეხე ყველა თეატრს და თითქმის ყველა რეჟისორს, მაგრამ ამაოდ. არც “დაბალ” პოზიციაზე მითაკილია მუშაობის დაწყება, მაგრამ დღეს პრინციპულად აღარ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს რომელიც არ მომწონს. დავიწყე ცეკვა რომ შემოქმედებითად მთლად არ გავნულდე.
ჰოდა ახლა ერთი რაც დამრჩენია მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გზას დავადგე და სრულ პასუხისმგებლობას ჩემი ცხოვრების ამ მიმართულებით წაყვანაში ვაკისრებ ყველა იმ გარემოებას რომელმაც არაფრით არ შემიწყო ხელი რეალიზებაში.
აი რამდენად შევძლებ მრუშობას, ეს უკვე ჩემს მარიფათზე და შინაგან ძალაზე იქნება დამოკიდებული, რადგან არც ისე მარტივია ის გზა რომელიც ერთადერთია რაც მსახიობობის გარდა შეიძლება მეხერხებოდეს. ჰოდა მერე საზოგადოებამ განიკითხოს ისინი ვინც აქეთკენ მიბიძგა, რადგან ქალს ამ ქვეყანაში სხვა გასაქანი არ გააჩნია რომ თავი გადაირჩინოს და იცოცხლოს. მერე არ თქვათ სხვა არაფერი უცდიაო. ყველაზე მორალური მრუში ვიქნები დედამიწის ზურგზე, ყველაზე შემოქმედებითი და გონიერი. არც ერთ იმ კაცს არ მივიკარებ რომელმაც როდისმე რამე ფორმით სულში ჩამაფურთხა. გაუმარჯოს ჩემს ახალ გზას... მთავარია მორალურად არ იმრუშო თორემ სხვა დანარჩენი ალბათ ბევრად უფრო იოლი იქნება ვიდრე ჩემი ამჟამინდელი ყოფა-ცხოვრება," - წერს მსახიობი.
06/19/2026