Logo

კულტურა

"იშვიათი სილამაზის და სიკეთის სამყარო დაგვიტოვა და წავიდა" - მხატვარი დავით პოპიაშვილი გარდაიცვალა

"იშვიათი სილამაზის და სიკეთის სამყარო დაგვიტოვა და წავიდა" - მხატვარი დავით პოპიაშვილი გარდაიცვალა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

56 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი დავით პოპიაშვილი. მხატვარი მუშაობდა სპექტაკლებზე, აფორმებდა საბალეტო დადგმებს. ცნობილი იყო თავისი ხელწერით - რელიგიურ თემატიკაზე.

დავით პოპიაშვილი

რეჟისორი კოტე მირიანაშვილი ამ სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მხატვართან თანამშრომლობას იხსენებს.

დავით პოპიაშვილიდავით პოპიაშვილიდავით პოპიაშვილი

"გაზაფხულზე სპექტაკლი დავდგით ერთად, მოზარდში, სულ პატარებისთვის. ზღაპრული დეკორაცია გააკეთა. სიამაყით ვაცნობდი ყველას: გაიცანით, ჩვენი სპექტაკლის მხატვარია, დავით პოპიაშვილი, ჩემი ნათესავია! უკვე შერჩეული მქონდა ახალი პიესა, მინდოდა კვლავ ერთად გვემუშავა... ერთი წამი და უკვე წარსულში ვლაპარაკობ მასზე. იშვიათი სილამაზის და სიკეთის სამყარო დაგვიტოვა თავისი მხატვრობით და წავიდა..." - წერს კოტე მირიანაშვილი ფეისბუქზე.

დავით პოპიაშვილიდავით პოპიაშვილი

ავტორი: ზმნა

11/21/2025