საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში "პირველი სტუდია"იმ როლზე ისაუბრა, რომელიც ბიზნესს ქართული დამოუკიდებელი მედიის განვითარებაში აქვს.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბიზნესი, რომელიც კრიტიკულ მედიას უდგას გვერდით, ისტორიულ როლს ასრულებს.
"ქართული მედია უმძიმეს დღეშია. მე ძალიან მეწყინება, თუ ჩემი პროგნოზი გამართლდება იმასთან დაკავშირებით, რომ მალე შესაძლებელია თავისუფალი მედია აღარ არსებობდეს ტელესივრცეში. არის ყველანაირი კრიზისი, მათ შორის ფინანსური. ბიზნესი არის მხდალი. თითზე ჩამოსათვლელი ბიზნესმენების გარდა, არ აქვთ პასუხისმგებლობა და განცდა, რომ შეუძლიათ თავისუფალი სიტყვა გადაარჩინონ. რეკლამაზეა საუბარი, თორემ არავის სჭირდება დოტაციაზე და "ერთ კონკრეტულ ფულზე" ჯდომა...
როგორ შეიძლება დღეს ბიზნესმენი, დიდი კომპანია ვერ ხვდებოდეს, რაზე აწერს ხელს, როცა პროპაგანდას აძლიერებს. ჩამოშლის პირას მყოფ კრიტიკულ მედიას გვერდზე არ უდგება და ნახევარწუთიანი რეკლამა არ მოაქვს იმიტომ, რომ ბიძინამ არ ნახოს, რომ ამ არხზე გავიდა მისი რეკლამა.
ისტორიული როლს ასრულებენ ის კომპანიები, რომლებიც ბედავენ რეკლამა მიიტანონ იქ, სადაც "ოცნებას" არ უნდა, რომ მიიტანონ რეკლამა," - თქვა ინგა გრიგოლიამ.
12/22/2025