Logo

ყველაფერი ბავშვებზე

„იტირებს და გაჩერდება" - მითი, რომელიც ბავშვის ნერვულ სისტემას აზიანებს

„იტირებს და გაჩერდება" - მითი, რომელიც ბავშვის ნერვულ სისტემას აზიანებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„აცადე, იტიროს და გაჩერდება“ - ეს ფრაზა თითქმის ყველა მშობელს ერთხელ მაინც მოუსმენია.
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიაჩნდათ, რომ ბავშვის ტირილზე სწრაფი რეაგირება, მას გაანებივრებს და საკუთარ სურვილების დაუყოვნებლივ ასრულებას შეაჩვევს. თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია ამ საკითხს განსხვავებულად უყურებს.

ბავშვი ტირილი

ტირილი პატარა ბავშვისთვის მანიპულაციის იარაღი კი არა, კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა. როდესაც ის ტირის, რაღაც მნიშვნელოვნის თქმა სურს. მას შესაძლოა შიშს, დისკომფორტს, ან მარტოობას განიცდის.

რა ხდება მაშინ, როცა ბავშვის ტირილს უგულებელვყოფთ? მართლა სწავლობს ის დამოუკიდებლად დამშვიდებას თუ უბრალოდ ნელ-ნელა კარგავს რწმენას, რომ მის ხმას ვინმე უპასუხებს?
ამ კითხვაზე zmna.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა მარიამ შოვნაძემ უპასუხა და განმარტა, თუ რატომ არის „იტირებს და გაჩერდება“ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ბავშვის აღზრდაში.

მარიამ შოვნაძე

"ხშირად მშობლებს ურჩევენ: „იყოს, არა უშავს, აცადე, იტირებს და გაჩერდება, ასე დამოუკიდებლობას ისწავლის“.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეცდომა.

ბავშვი, რომლის ტირილსაც არავინ პასუხობს, კი არ მშვიდდება, არამედ უბრალოდ ჩერდება და ითიშება.

და რა ხდება მაშინ როცა ჩვილს ტირილის დროს მარტოს ტოვებენ?

კორტიზოლი: როდესაც ჩვილის ტირილი უპასუხოდ რჩება, კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი კრიტიკულ დონეს აღწევს... და რადგან ჩვილს არ შეუძლია ემოციური რეგულაცია, ეს მდგომარეობა პირდაპირ დამაზიანებელია მისი განვითარებადი ტვინისთვის.

ბავშვის ტირილი

ემოციური გაუცხოება: ბავშვი ასე არ სწავლობს ემოციების მართვას, რადგან მას ემოციური რეგულაციის უნარი ბიოლოგიურად ჯერ არ აქვს. სინამდვილეში ის სწავლობს საკუთარი საჭიროებების დათრგუნვას. დამოუკიდებლობა, რომელიც შიშსა და იგნორირებაზეა აგებული, სინამდვილეში ემოციური გაუცხოებაა.

ბავშვი ტირილი

დასწავლილი უმწეობა: ბავშვი ჩერდება არა იმიტომ, რომ დამშვიდდა, არამედ იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადავიდა. ეს ნიშნავს: „ჩემს ხმას აზრი არ აქვს, ჩემთან არავინ მოვა“.

უნდობლობა: ცხოვრების პირველ ეტაპზე ყალიბდება ბაზისური ნდობა სამყაროს მიმართ. უპასუხოდ დატოვებული ბავშვის ტირილი ამ ნდობას საფუძველშივე არღვევს, რაც მომავალში შფოთვით აშლილობებსა და დაბალ თვითშეფასებას უკავშირდება.

ბავშვი ტირილი

და ბოლოს, ბავშვის ტირილი არ არის მანიპულირება. ტირილი მისი ერთადერთი გზაა გაგვაგებინოს, რომ მას რაღაც სჭირდება. ჩვენი მისვლა, ჩახუტება და დამშვიდება არის არა „განებივრება“, არამედ საძირკველი მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის.

ბავშვი, რომლის ხმაც ესმით, იზრდება თავდაჯერებული და ემოციურად სტაბილური ზრდასრული," - ამბობს მარიამ შოვნაძე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

06/01/2026

ბავშვის ტირილიიტირებს და გაჩუმდებამარიამ შოვნაძემითიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024