საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იუთუბგადაცემაში "ქართველების ამბავი" დათო ევგენიძემ "თვითმფრინავის ბიჭები" გაიხსენა. უფრო სწორად თავის ბავშვობის მეგოგარზე - გეგა კობახიძეზე ისაუბრა. გეგაზე, რომელიც მარად 23 წლის დარჩა. მისი ქორწილის ღამეს დატრიალებულ მისტიკაზე, დღემდე დიდი ინტერესით კითხულობ თუ უსმენ.
დათო ჰყვება, რომ გეგა რომანტიკოსი იყო. საერთოდ არ ჯდებოდა თვითმფრინავის გამტაცებლის ხასიათი მასში. ეს მისი საქციელი არ იყო...

დათო ევგენიძე: გეგამ თვითმფრინავის გატაცება დაგეგმა - ეს ჩემთვის ცოტა აბსურდია. იყო აბსოლუტური რომანტიკოსი. გეგა ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე იყო რაღაცის გამო. დღემდე ვერ ვხვდები. ეს მისი საქციელი არ არის. სხვა ადმიანის გაწირვა, გეგასგან ძალიან შორსაა.

გეგას არც გაუსვრია.
იქ, გამტაცებლებში, მასზე უფროსი იყო ყველა. უმრავლესად გეგას ცოლის სამეგობრო იყო. გეგას ბავშვობის მეგობარი არც ერთი არ ყოფილა. ჩვენთვის - ჩემთვის და ირაკლი ჩარკვიანისთვის რომ ეთქვა, შეიძლება არ გაგვეშვა. ჩავკეტავდით ნუცუბიძეზე, ჩემს სახლში.

დახვრეტა რომ მიუსაჯეს, მე მოსკოვში ვიყავი, ვსწავლობდი. დედაჩემი ამ ამბავს არ მეუბნებოდა. ირაკლისთანაც არ მაკავშირებდა. რომ ვთხოვდი, დამარეკინე-მეთქი, დროს მიწელავდა.
მერე კარგა ხანი ყველას ცოცხალი გვეგონა გეგა. მე და ირაკლი ტანსაცმელებს ვაგროვებდით და ციმბირში ვგზავნიდით. ბევრი წელი გვჯეროდა, რომ არ იყო გარდაცვლილი.
ერთხელ დაურეკეს ნათელას და უთხრეს, გეტყვით საფლავის ადგილსო. მივიდნენ და აღმოჩნდა წერეთელი. წერეთელი თვითმფრინავში დაიჭრა და გზაში გარდაიცვალა. საფლავიც მისი იყო...

დღემდე რატომ არ გვეუბნებიან, სად არის გეგას საფლავი? რომ მივიდეთ... მე ვფიქრობ, სადღაც არის.
ვერ ვხდები, რატომ არ ამბობდნენ საფლავის ადგილს. იცით, რატომ? იმიტომ რომ კულტი არ გახდეს! გეგას საფლავი რომ არსებობდეს, იქ ჩემი თაობის რიტუალები იქნება, ნამდვილად შემიძლია გითხრა.

სამყაროში თავისუფალი ადამიანის შიშია. ნომენკლატურული სამყარო ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს ებრძვის. თავისუფლება ღმერთის საჩუქარია. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ამაზე მნიშნელოვანი ადამიანს არაფერი აქვს. ენაშიც ასე გვაქვს - თავის უფალი ხარ.

დღსაც ვერ ვხდები, რამ მიმიყვანა პიანინოსთან და როგორ დავწერე სიმღერა "Emotion". სხვანაირად ემოცია ვერ გამოვხატე და ეს სიმღერა იქვე დავწერე. დღემდე იმ ეპოქის სიმღერად დარჩა.
ფოტოა, სადაც გადაღებული ჩემი სამეგობროდან, მხოლოდ მე ვარ ცოცხალი. ესეც მისიის მატარებელია. მე მათი მემატიანე უნდა ვიყო. ახლა ვაპირებ კონცერტს, სადაც სცენაზე ყველა "ერთად ვიქნებით".
06/29/2026