Logo

ეს არ გამოგრჩეთ

იცით რას ნიშნავს გამოთქმა "სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული"?

იცით რას ნიშნავს გამოთქმა "სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული"?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

„სად ყოფილა დამარხული ძაღლის თავი?!" - “ აღნიშნულ ფრაზას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც რაიმე გაუგებარ საკითხს გამოიცნობენ და მასზე ნიშნისმოგებით აღნიშნავენ ხოლმე.

ეს გამოთქმა XVI საუკუნეში გერმანიაში წარმოიშვა. ერთ-ერთ მებრძოლს, ერთგული მეგობარი ძაღლი ჰყოლია, რომელმაც ის ერთხელ სიკვდილისგანაც კი იხსნა.

გავიდა დრო, ძაღლი მოკვდა, რამაც გერმანელ მხედარს გული ძალიან დაწყვიტა და დაასევდიანა.

პატრონს იმდენად უყვარდა ოთხფეხა მეგობარი, რომ გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგაც ღირსეული პატივი მიეგო მისთვის. ამიტომ, როდესაც ძაღლი დაკრძალა, საფლავზე ძეგლი აუგო.

ძაღლის ძეგლი თურმე ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური ყოფილა, იმდენად, რომ მის შესახებ შორეულ რაიონებშიც კი შეუტყვიათ.

ოთხი საუკუნის წინ ადამიანებს უფრო ნაკლები სანახაობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს, ამიტომ, როდესაც ასეთ ამბებს გაიგებდნენ, მაშინვე სანახავად გაემართებოდნენ ხოლმე.

ძაღლი

ძაღლის ძეგლის სანახავადაც დაძრულა ხალხი, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრებს ეკითხებოდნენ: სად არის ძაღლი ჩამარხულიო, და ასე იკვლევდნენ ძეგლისკენ მიმავალ გზას.

როგორც ჩანს, ეს გზა არც ისე მარტივი გასავლელი, ხოლო ძაღლის საფლავი არც ისე მარტივი საპოვნელი ყოფილა.

ალბათ სანახაობის მოყვარულთ ხშირად უწევდათ ძეგლის ადგილმდებარეობის საპოვნელად ათასგვარი კვლევა-ძიება. ამიტომაც იყენებენ ფრაზას – „ძაღლის თავია დამარხული“, როცა საიდუმლოებით მოცული ამბის გორგალს წვერი გამოუჩნდება ხოლმე.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

10/20/2025