Logo

"იცით, რატომ არ საუბრობენ ექიმები D ვიტამინის აუცილებლობაზე?" - ია ფარულავა

"იცით, რატომ არ საუბრობენ ექიმები D ვიტამინის აუცილებლობაზე?" - ია ფარულავა

11/10/2025

ტექსტის ზომა

ია ფარულავა დავით ქაშიაშვილთან გადაცემაში "მესამე ფურცელი", სხვადასხავა თემასთან ერთად, D ვიტამინის აუცილებლობას შეეხო. მსახიობმა ჟურნალისტს პირდაპირ უთხრა, რომ მას დაბალი აქვს ეს ვიტამინი და ია მართალი აღმოჩნდა. დავითმა დაუდასტურა, რომ მართლაც ასეა.

ია ფარულავა: საშინლად ემპათიური ვარ. განვითარებული მაქვს წარმოსახვა. ამისთვის მადლობა ჩეხოვის მეთოდს, რომელსაც ვფლობ. ადამიანს რომ ვხედავ, უკვე ვიცი და ვხვდები, დილით რა ჭამა. რამდენი აქვს ვიტამინი D. მხოლოდ მზის აბაზანები არ შველის. ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა დავლიოთ ვიტამინი D დღეში 5000 სე მაინც.

მსოფლიოში ქრონიკულად ყველას დაბალი აქვს D ვიტამინის დონე. და რატომ არ საუბრობენ ამ ვიტამინის აუცილებლობაზე ჩვენი ექიმები? ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილი უნდა იყოს, ასე მგონია. როცა D მაღალი გაქვს, შენი ბრძოლის უნარიანობაც მაღალია. არ გინდა ლოგინში კოტრიალი, არ გეზარება რაღაცების კეთება, მომატებული გაქვს ბრძოლისუნარიანობა. და ვის უნდა საქართველოში ბრძოლისუნარიანი რომ იყო? არავის!

მინდა ვუთხრა ექიმ თელიას, შეეშვას რიტორიკას - არ დალიოთ ვიტამინი D, საშიშიაო, რომ ამბობს. პირიქით, დალიეთ. ის აუცილებელია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026