Logo

იწვევს თუ არა ინტერვალური შიმშილი წონაში მატებას? - ენდოკრინოლოგის განმარტება

იწვევს თუ არა ინტერვალური შიმშილი წონაში მატებას? - ენდოკრინოლოგის განმარტება

05/07/2026

ტექსტის ზომა

ინტერვალური შიმშილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტური სტრატეგიაა, რომელიც ათასობით ადამიანს ეხმარება წონის კლებაში. თუმცა ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ადამიანები კვებათა შორის ინტერვალის მკაცრად დაცვის მიუხედავად, წონაში კლებას ვერ ახერხებენ და ზოგჯერ პირიქით, წონის მატებასაც კი უჩივიან.

მიზეზი ხშირად ერთია- ქრონიკული სტრესი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემა ყოველთვის კალორიებში არ არის. ზოგჯერ ორგანიზმი მუდმივი სტრესის რეჟიმში მუშაობს და ენერგიის დაზოგვას იწყებს. ასეთ დროს კი, ცხიმის წვის ნაცვლად, სხეული შეიძლება სრულიად საპირისპიროდ მოიქცეს.

ნიკი კეი

ბრიტანელი სპორტული ენდოკრინოლოგი ნიკი ქეი განმარტავს, რომ ხანგრძლივი შიმშილის პერიოდები ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესორია.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი უკვე ქრონიკული სტრესის ფონზე ცხოვრობს, ინტერვალურმა შიმშილმა შესაძლოა კორტიზოლის, ე.წ. სტრესის ჰორმონის დონე კიდევ უფრო გაზარდოს. კორტიზოლის ხანგრძლივი მატება ორგანიზმს „გადარჩენის რეჟიმში“ ამუშავებს. სხეული ენერგიის შენახვას იწყებს და განსაკუთრებით მუცლის არეში ცხიმის დაგროვებისკენ ხდება მიდრეკილი.

წონა

სწორედ ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერვალური შიმშილი ეფექტური მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ადამიანს ნორმალიზებული ძილი, შედარებით დაბალი სტრესი და სტაბილური ჰორმონული ფონი აქვს.
„ჩვენი ორგანიზმი ადაპტირებულია ღამის შიმშილზე, მაგრამ დამატებითი და არარეგულარული შიმშილის პერიოდები სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის ზრდას იწვევს. ხოლო მომატებული კორტიზოლი ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში,“ - ამბობს ენდოკრინოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ექიმის განმარტებავისცერალური ცხიმიინტერვალური შიმშილიწონის კონტროლი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026