Logo

იწვევს თუ არა კრეტინის მიღება გამელოტებას და თირკმლის დაზიანებას?

იწვევს თუ არა კრეტინის მიღება გამელოტებას და თირკმლის დაზიანებას?

09/18/2026

ტექსტის ზომა

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ვარჯიშობენ და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ცდილობენ, კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია.

თუმცა მის გარშემო არაერთი შიში და მითიც არსებობს. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ კრეატინის მომხმარებლებში თირკმელების დაზიანებისა და თმის ცვენის შესაძლო რისკებზე.

კრეატინი


რამდენად აქვს ამ მოსაზრებებს სამეცნიერო საფუძველი და რას აჩვენებს კვლევები? კრეატინთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებებს კვების კონსულტანტი ხათუნა ბიბილაშვილი განმარტავს.

"კრეატინი თირკმელს შლის და ამელოტებსო გაგიგიათ?


როდესაც კრეატინს იღებ, სისხლის ანალიზში კრეატინინის მაჩვენებელი შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს, რასაც სოციალური ქსელების „პროფესორების“ უმეტესობა თირკმლის დაზიანებად აღიქვამს.

რეალურად კი ეს უბრალოდ გადამუშავებული ნივთიერების ბუნებრივი კვალია, რომელსაც ჯანმრთელი თირკმელი უპრობლემოდ ფილტრავს.

კრეატინი

ჯანმრთელი ადამიანისთვის კრეატინ-მონოჰიდრატის კლინიკურად დამტკიცებული უსაფრთხო დოზა დღეში 3-დან 5 გრამამდეა. მაგრამ თუ თირკმელს არაფერი ემუქრება, მაშინ რატომ აბრალებენ ამ თეთრ ფხვნილს მასობრივ სიმელოტეს?

მთელი ეს ისტერიკა მორაგბეებზე ჩატარებულ ერთ ძველ ექსპერიმენტს უკავშირდება, სადაც თმის ცვენასთან დაკავშირებული ჰორმონის ცვლილება შენიშნეს. თუმცა თავად თმის ცვენის ხარისხი არავის გაუზომავს.

თანამედროვე ექსპერიმენტში კი გაზომეს როგორც თმის სიმკვრივე, ისე მისი სისქე და კრეატინის არანაირი ნეგატიური გავლენა არ გამოვლენილა.


ამიტომ კრეატინის ადეკვატური რაოდენობით მიღება არც გაგამელოტებთ და არც თირკმელს დაგიზიანებთ,“ - განმარტავს კვების კონსულტანტი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გამელოტებადანამატითირკმელებიკრეატინირჩევა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026