Logo

ყველაფერი ბავშვებზე

იწვევს თუ არა ფეხშიშველი სიარული ბავშვის გაციებას ? - პედიატრი ძმების განმარტება

იწვევს თუ არა ფეხშიშველი სიარული ბავშვის გაციებას ? - პედიატრი ძმების განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები იმ გავრცელებულ მოსაზრებაას უარყოფენ, რომლის მიხედვითაც, ფეხშიშველი სიარული ბავშვებში გაციებას იწვევს.

ექიმები განმარტავენ, რომ გაციება ინფექციური პროცესია და იატაკზე ფეხშიშველ სიარულთან კავშირი არ აქვს.

ფეხშიშველი

პედიატრი ძმები ხაზს უსვამენ ფეხშიშველი სიარულის მნიშვნელობას ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის, მათ შორის კუნთების გაძლიერებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების კუთხით.

„არსებობს ასეთი მითი, თითქოს ბავშვს რომ არ ეცვას ფეხსაცმელი ან წინდა სახლში, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაციება ან რამე ორთოპედიული პრობლემა...

ეს ორი მოვლენ ერთმანეთთან კავშირში არ არის.

ფეხშიშველი სიარული ვერ გამოიწვევს გაციებას. გაციება არის, როგორც წესი, სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული და შესაბამისად, ის ფეხშიშველ სიარულთან არაფერ შუაშია.

ფეხშიშველი

ფეხშიშველ სიარულს კი შეიძლება ჰქონდეს ბევრი დადებითი შედეგი. მაგალითად, მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს ფეხის ადგმას, ფეხშიშველი სიარული აძლიერებს პროპრიორეცეპტორებს, ასევე თაღის კუნთებს, დუნდულის კუნთებს და მთელ კინეტიკურ ჯაჭვს.

ასე ბავშვ უკეთესად სწავლობს კოორდინაციას და შესაბამისად ნაკლები შანსია, რომ მომავალში პატარას სხვადასხვა ორთოპედიული პრობლემები განუვითარდეს.

ფეხშიშველი

აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ბავშვი ატაროთ ფეხშიშველი ან ფეხსაცმლის გარეშე სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, “ - გვირჩევენ პედიატრი ძმები.

ავტორი: ზმნა

04/23/2026

ბავშვიდავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილებიპედიატრი ძმებიფეხშიშველი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024