ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მსახიობი ეკა ჩხეიძისა და არქიტექტორი თენგიზ მუშკუდიანის ქალიშვილი ინანო მუშკუდიანი, გამოცდილი ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორია.
გადაცემაში „მონოლოგი“ ინანო მუშკუდიანმა მილანში დიზაინის უნივერსიტეტ „ნაბაში“ სწავლისა და პირველი სამუშაო გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
„უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, მაგ დროს დავიწყე მუშაობა სერიოზულ კომპანიაში. ამდენი ინტერნშიპის და ამდენი დიპლომის მერე, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ ამიყვანა და დავიწყე მუშაობა... კომპანია PISA არის დიდი ჯგუფი და ამ ჯგუფის არტ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა და ვიყავი მარტო. იყო ჩემი უფროსი და მე, სხვა არავინ, მაგრამ საქმე იყო უამრავი... თან ჩემი პირველი სამსახური იყო.
ამ კომპანიაში იმხელა გამოცდილება მივიღე, თან ისე დავისტრესე და ისე ცუდად ვიყავი, მაგრამ თან ვგრძნობდი, რომ ღირს.
იყო რაღაც მომენტები, რომ აღარ შემეძლო, მირჩევნია წავიდე, დავჯდე ან მოვკვდე, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მაძლევდა. ჩემს თავს დავაძალე, რომ გამეძლო.
ასე, დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე. ყველა პროექტი როცა ჩავაბარე, წამოვედი სამსახურიდან. იმის მერე, მაგ ქუჩაზე აღარ ჩამივლია. მაგრამ მადლობა ამ გამოცდილებისთვის, რადგან ეს ათი მაგისტრატურის ტოლფასი იყო," - იხსენებს ინანო მუშკუდიანი.
03/05/2026