Logo

კულტურა

იყო თუ არა ოთარ კობერიძე ორნელა მუტის "თეთრთმიანი სიყვარული"?

იყო თუ არა ოთარ კობერიძე  ორნელა მუტის "თეთრთმიანი სიყვარული"?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სულ მალე თბილისს ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ეწვევა. ორნელა მუტი ქართველმა მაყურებელმა, „ჭირვეულის მორჯულებაში“ შესრულებული როლით შეიყვარა და მსახიობის ცხოვრებითაც დაინტერესდა.

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იტალიური პრესა, ერთ დროს აქტიურად წერდა ორნელა მუტისა და ქართველი კინოვარსკვლავის, ოთარ კობერიძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში "სიცოცხლე მშვენიერია" შეხვდნენ. როგორც ცნობილი გახდა, მათ არამხოლოდ ერთად იმუშავეს ფილმზე, დამეგობრდნენ კიდეც.

ორნელა მუტისა და ოთარ კობერიძის ურთიერთობის ისტორიას რეზო შატაკიშვილი ბლოგში „ოთარ კობერიძის პიკანტური თავგადასავლები“ ვკითხულობთ.

ოთარ კობერიძე იგონებს:

"ორნელა მუტის, რუსულ-იტალიურ ფილმ "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებისას შევხვდი. იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი. არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფული შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძნე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე...

მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა. "ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და ჟურნალი მაგიდაზე გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი...

იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: "ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით"...

ავტორი: ზმნა

01/26/2026

ისტორიაოთარ კობერიძეორნელა მუტიცხოვრება მშვენიერია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024