სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ხშირად ვეძებთ მარტივ, ბუნებრივ და ეფექტურ გზებს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მეტაბოლიზმის ასაჩქარებლად, წონის კლებისათვის და ენერგიის მოსამატებლად.

სწორი კვების მენტორი სანდრო ჯიბლაძე, გამომწერებს ჯანჯაფილისა და დარიჩინისგან დამზადებულ რეცეპტს უზიარებს და ამბობს, რომ ამ ჯადოსნურ სასმელს, სულ რაღაც 14 დღეში, თქვენი სხეულის გარდაქმნა შეუძლია.
გაიგეთ, როგორ მოქმედებს ჯანჯაფილისა და დარიჩინის კომბინაცია ორგანიზმზე ყოველდღიური გამოყენებისას და როგორ უნდა მოამზადოთ ეს სასმელი.

"აი, რა მოხდება შენს ორგანიზმში, თუ ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ჯანჯაფილსა და დარიჩინს დალევ:
პირველ 24 საათში - გაქრება მუცლის შებერილობა და აირები, გაზები.
მესამე დღეს - შენი მეტაბოლიზმი დაჩქარდება და ორგანიზმი შესამჩნევად უფრო სწრაფად დაიწყებს ცხიმის წვას.
მეშვიდე დღისთვის - ორგანიზმში ანთებითი პროცესები შემცირდება და სისხლში შაქრის დონე ბუნებრივ ბალანსს იპოვის.
მეთოთხმეტე დღეს - მუცელი დაიჭიმება, ენერგია პიკს მიაღწევს, კანი გაახალგაზრდავდება და გაბრწყინდება.

რეცეპტი მარტივია:
დაჭერი ჯანჯაფილი პატარა ნაჭრებად.
დააწურე ორი ლაიმი.
დაამატე ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა.
დაასხი ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანე ადუღებამდე და ადუღე 5 წუთის განმავლობაში.
გადაწურე და დალიე," - გვირჩევს კვების მენტორი.
07/12/2026