Logo

საზოგადოება

"ჯაჯანიძისაგან განსხვავებით, "შუტი" სამსახურიდან არ გამიგდია" - ორნელა მუტისთან დაკავშირებულ, რა ფაქტს იხსენებს რომან გოცირიძე

"ჯაჯანიძისაგან განსხვავებით, "შუტი" სამსახურიდან არ გამიგდია" - ორნელა მუტისთან დაკავშირებულ, რა ფაქტს იხსენებს რომან გოცირიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, ფეისბუქზე, იხსენებს ისტორიას, რომელიც იტალიელი მსახიობის, ორნელა მუტის არასწორად წარმოთქმულ გვარს უკავშირდება. ეს ამბავი, ცხადია, მოაგონა გია ჯაჯანიძის შეცდომით ნათქვამმა "ორლენამ" და შემდგომ, ნანიკო ხაზარაძის "იმედიდან" წასვლის ამბავმა.

რომან გოცირიძე: “ორლენაზე” მეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. 1992 წელია. ვარ მთავრობის ვიცე-პრემიერი ეკონომიკური რეფორმების დარგში. საღამოა, ვზივარ კაბინეტში და ვუყურებ ტელევიზორს. ვხედავ, ჩემი აპარატის თანამშრომელი, ახალგაზრდა კაცი საუბროს დაზღვევის საკითხებზე. ეს იმ დროს უცხო ხილი იყო, ამან კი გადაწყვიტა მეტი დამაჯერებლობა მიეცა საკითხისათვის და როგორც იტყვიან, შემდეგი რამ მოხია: იტალიელმა მსახიობმა ქალმა ორნელა შუტიმ საკუთარი მკერდი 2 მილიონ დოლარად დააზღვია. შუტიო, კაცო, შუტიო, არა და მთელმა სსრკ-მა ზეპირად იცოდა ის ფილმი და ყველა “ორლენაზე” აფრენდა.

ორნელა მუტი

გამოცხადდა მეორე დღეს ის კაცი სამსახურში. ვეუბნები, კარგი გამოსვლა გქონდა, ორნელა შუტის მაგალითი როგორ ხატოვნად და თამამად მოიყვანე მეთქი. ძალიან ესიამოვნა.

სხვათა შორის, მკერდის ხსენებამ თანამშრომლებში( და ტელემაყურებლებშიც ალბათ) უხერხულობა გამოიწვია. მაშინ სხვა დრო იყო, ძალიან პოლიტეთიკური:))

როცა დამჭირდებოდა ამ თანამშრომლის გამოძახება, მდივანი მეკითხებოდა - ვინ, შუტი? თურმე მთელი სამსახური ზურგსუკან შუტის ეძახდა.

ჯაჯანიძისაგან განსხვავებით, შუტი სამსახურიდან არ გამიგდია:))

36 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, ორნელა კი კვლავ მიმზიდველად გამოიყურება, ოღონდ გემოვნებაში ხარვეზები შეჰპარვია. რა უნდოდა იმ ნიჟარაში იმ ფაფახიან ხალხთან ერთად?

ორნელა მუტი

ავტორი: ზმნა

05/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024